გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №05 |
|
2018 წლის 18 იანვარი ქ. ბათუმი |
|
დანართი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. საბჭოს ფუნქციები, უფლებამოსილებები, სტრუქტურა, შემადგენლობა და მუშაობის წესი განისაზღვრება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და ამ დებულებით.
ბ) საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი საკანონმდებლო აქტების პროექტების ექსპერტიზის უზრუნველყოფა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით;
გ) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად სხვადასხვა სახის ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება;
დ) გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;
ე) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა;
ვ) საჭიროების შემთხვევაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაბარება და მათგან ინფორმაციის მიღება;
ზ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ი) გენდერულ თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების ან/და ექსპერტების მოწვევა; თემატური ჯგუფების შექმნა;
კ) მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ა) საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი წყაროებით ავრცელებს ინფორმაციას საბჭოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ამზადებს და ავრცელებს განცხადებებს ქალთა უფლებების დარღვევასთან და გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული თემებისა და ტენდენციების შესახებ;
გ) კოორდინაციას უწევს გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმდინარე კამპანიებს მათში საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად;
დ) თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოებთან, მუნიციპალიტეტებში არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოებთან და გენდერულ საკითხებში მრჩევლებთან.
2. საბჭოს წევრთა რაოდენობას და პერსონალურ შემადგენლობას საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. საბჭოს წევრის შერჩევისას გაითვალისწინება გენდერულ თემებზე საბჭოს წევრობის კანდიდატის ინფორმირებულობა ან/და მუშაობის გამოცდილება.
4. საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
2. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ:
ა) საბჭოს თავმჯდომარეს;
ბ) საბჭოს წევრებს.
4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
5. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
1.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო.2.
დამტკიცდეს თანდართული გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება.3.
დადგენილება ამოქმედდეს კანონით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენადიმ ვარშანიძე
დანართი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებასაბჭო ხელს უწყობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გენდერულ სფეროში ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას, გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და განვითარების უზრუნველყოფას, შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხილვასა და დამტკიცებას, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას.თავი II
საბჭოს ფუნქციებიდა
უფლებამოსილებებისაბჭო წელიწადში ერთხელ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშს წარუდგენს გაწეული საქმიანობისა და ხელვაჩაურის მუნიციპლაიტეტში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.
მუხლი 6🔗
საბჭო უფლებამოსილია,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო , სხვადასხვა სახის ურთიერთობებში.თავი III
საბჭოს სტრუქტურა,
შემადგენლობადა
საბჭოს მუშაობის წესი