ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საჯარო მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (29)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (28)
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2018 წლის 18 იანვარი დაბა ადიგენი |
|
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საჯარო მოსამსახურეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2018 წლის 18 იანვარი
დაბა ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ვ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირება, საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის №26 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30/06/2017, 010250050.35.137.016283) .
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი
დანართი
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირება, საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები
№
რანგირება
თანამდებობის დასახელება
რიცხოვნობა
თანამდებობრივი
სარგო
1
საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები
16
საკრებულოს თავმჯდომარე
1
2650
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
1
1700
იურიდიულ საკითხთა კომისიის
თავმჯდომარე
1
1350
საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
1
1350
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
1
1350
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
1
1350
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე
1
1350
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
5
1350
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
4
1000
2
საკრებულოს აპარატი
8
I რანგი
საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1
1300
II რანგი
საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1
1000
III რანგი
საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
5
600
III რანგი
საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
1
600