წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.01.2018 ძალადაკარგული 30.09.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010320000.35.104.016353
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №1

2018 წლის 18 იანვარი

ქ. წალენჯიხა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის    „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ. ვ“ ქვეპუნქტისა და  „დ“ ქვეპუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 24-ე და 25-ე მუხლების, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს და დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობათა რანგები, თანამდებობრივი სარგო და საშტატო ნუსხა  დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის  №15 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია



დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობათა რანგები, თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა

N

             თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო (ლარებში)

საშტატო რიცხოვნობა

 

1

       საკრებულოს თავმჯდომარე

2650

1

 

2

    საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1700

1

 

3

    საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1350

5

 

4

    საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1350

 

 

I რანგი (მაღალი მმართველობითი დონე) – დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი

 

5

    საკრებულოს აპარატის უფროსი

1500

1

 

II    რანგი  (საშუალო მმართველობითი დონე) – მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი

 

6

 საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი

1400

1

 

7

საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი

1200

1

 

8

საკრებულოს აპარატის სამდივნოს უფროსი

1200

1

 

III რანგი – უფროსი სპეციალისტი

 

9

საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

1000

1

 

10

საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

1000

2

 

11

საკრებულოს აპარატის სამდივნოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

1000

1

 

12

საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

900

1

 

13

საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

900

1

 

14

საკრებულოს აპარატის სამდივნოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

900

1

 

15

საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

900

2

 

16

საკრებულოს აპარატის სამდივნოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

900

1