„2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №18 |
|
2018 წლის 18 იანვარი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2017, 470000000.10.003.020302) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:
1. 22-ე მუხლის მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი: „121. სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 რეცეპტის სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, რომელიც გამოვლინდება: ა) რევიზიის დროს გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ სარევიზიო პერიოდში პროგრამის/კომპონენტის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 1%-ით; ბ) ინდივიდუალური შემთხვევების რევიზიისას გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით ანაზღაურებული თანხის 10%-ით.“. 2. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. 2018 წლის 15 თებერვლიდან ქ. თბილისში არსებული ის სტაციონარული დაწესებულება (და, ასევე, იმავე ფაქტობრივ მისამართზე განთავსებული მისი ამბულატორიულ-სტრუქტურული ერთეული), რომელიც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში (გარდა დანართი №20-ით განსაზღვრული რეფერალური მომსახურების პროგრამისა) აწვდის სტაციონარულ და/ან ამბულატორიულ მომსახურებას, ვალდებულია, უზრუნველყოს მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) ფორმა №3 რეცეპტის მხოლოდ ფორმა №3 რეცეპტის სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“. 3. №6 დანართის (ინფექციური დაავადებების მართვა): ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ინფექციური დაავადებების მართვა (2018 წლის 1 იანვრამდე დამდგარი შემთხვევების ანაზღაურება) (პროგრამული კოდი: 35 03 02 06)“; ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,450.0 ათასი ლარით.“. 4. №12 დანართის (ფსიქიკური ჯანმრთელობა): ა) „დანართი 12.5 – პროგრამის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი 12.5 − პროგრამის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით:
“; ბ) „დანართი 12.6 – თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის კომპონენტის მიმწოდებლები“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი 12.6 − თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის კომპონენტის მიმწოდებლები:
“. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.01.2018.
- როდის იქნა მიღებული „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.01.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 470000000.10.003.020333.
- რამდენი მუხლისგან შედგება „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.01.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №18, 18.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.020333 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4013464/