„იმ სახელმწიფო პროგრამების/მათი ღონისძიებების/მოცულობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელებაც სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უწყვეტად გაგრძელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2014 წლის შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №158 |
|
2014 წლის 13 თებერვალი ქ. თბილისი |
1. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“, „გ2“ და „გ3“ ქვეპუნქტები:
„გ1) იმუნიზაციის წარმოებისათვის საჭირო ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) მიმღებია ცენტრში რეგისტრირებული დაწესებულებები და „სოფლის ექიმის“ პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაქცინისა და შრატის ადმინისტრირებისათვის აუცილებელ, კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს;
გ2) „სოფლის ექიმის“ პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ითვლება ასევე ცენტრში რეგისტრირებულად;
გ3) საქართველოში წითელას გავრცელების პრევენციისათვის („წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 მაისის №550 განკარგულების ფარგლებში) არაგეგმური იმუნოპროფილაქტიკის განხორციელების მიზნით გაწეული აცრა-ვიზიტების მომსახურების ღირებულება „სოფლის ექიმის“ პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლებს აუნაზღაურდეთ 1 ლარის ოდენობით (მათ შორის, „სოფლის ექიმის“ პროგრამის მიმწოდებელი ექიმის ანაზღაურება – 0,50 ლარი, ექთნების ანაზღაურება – 0,50 ლარი);“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.ა1“ და „ვ.ა2“ ქვეპუნქტები:
„ვ.ა1) „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვროს თანდართული №4 და №5 ცხრილების შესაბამისად, ამასთან:
ვ.ა1.ა) №4 ცხრილით განსაზღვრული მიმწოდებელი ოპერატორი კომპანია და №5 ცხრილით განსაზღვრული მიმწოდებელი (შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“) ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რაოდენობის საექიმო და საექთნო პუნქტების დაკომპლექტება შესაბამისი კვალიფიკაციის კადრით;
ვ.ა1.ბ) პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია 2014 წლის 1 თებერვლიდან №4 ცხრილის შესაბამისად, უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რაოდენობის საექიმო და საექთნო პუნქტების დაკომპლექტება შესაბამისი კვალიფიკაციის კადრით. გადმობარების პროცესში პროგრამის განმახორციელებელს მიეცეს უფლება იხელმძღვანელოს 2014 წლის იანვრის თვეში ოპერატორი კომპანიების მიერ დაკონტრაქტებული სოფლის ექიმის/ექთნების ნუსხით;
ვ.ა2) „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია აწარმოოს ცალკეული დაკონტრაქტებული საექიმო პუნქტის ფარგლებში მიმაგრებული კონტინგენტის აღრიცხვა (მათ შორის, ასაცრელი კონტინგენტი) და რუტინული ვაქცინაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია დადგენილი ფორმისა და წესის შესაბამისად, მიაწოდოს რეგიონალურ/რაიონულ სჯდ ცენტრებს. მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად;“.
2. დადგენილების №1 ცხრილი (სასწრაფო დახმარების სამსახურების თვის ბიუჯეტი (ლარი)) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
3. დადგენილებას დაემატოს №4 ცხრილი („პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი) და №5 ცხრილი („პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლისთვის) თანდართული რედაქციით.
|
სასწრაფო დახმარების სამსახურების თვის ბიუჯეტი (ლარი)
|