მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.01.2018 ძალადაკარგული 27.12.2021
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.159.016322
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2018 წლის 18 იანვარი

ქ. მარნეული

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“  და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 24-ე და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე–2 პუნქტის, „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებულ მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს დანართი №1-ის შესაბამისად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირება, თანამდებობრივი სარგოების ოდენობა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  მოხელეთა საშტატო ნუსხა.
მუხლი 2
წინამდებარე დადგენილების ამოქმედებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 დეკემბრის №62 (www.matsne.gov.ge, 25/12/2017წ.,  010250020.35.159.016311) დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე



დანართი №1

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საშტატო ნუსხა

რანგი/კატეგორია

თანამდებობის დასახელება

შტატი

სარგო

1

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები/მთავარი საჯარო თანამდებობა

საკრებულოს თავმჯდომარე

1

4100

2

თავმჯდომარის მოადგილე

1

3500

3

ფრაქციის თავმჯდომარე

4

2300

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

4

1800

4

 

კომისიის თავმჯდომარე

5

2300

სულ შტატი

15

       საკრებულოს აპარატი

5

პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/წამყვანი საჯარო თანამდებობა

აპარატის უფროსი

1

2300

საორგანიზაციო განყოფილება

6

მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/უფროსი საჯარო თანამდებობა

განყოფილების უფროსი

1

1800

7

მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი საჯარო თანამდებობა

მთავარი სპეციალისტი

6

1200

8

მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი/უმცროსი საჯარო თანამდებობა

მთავარი სპეციალისტი

1

1000

9

მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი/უმცროსი საჯარო თანამდებობა

უფროსი სპეციალისტი

1

1000

          იურიდიული  განყოფილება

10

მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/უფროსი საჯარო თანამდებობა

განყოფილების უფროსი

1

1800

11

მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი საჯარო თანამდებობა

უფროსი სპეციალისტი

1

1100

12

მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი/უფროსი საჯარო თანამდებობა

მთავარი სპეციალისტი

 

2

 

1200

 

სულ

 

14