ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.01.2018
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.141.016233
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.01.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციან | ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.02.2015
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.02.2015
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2018 წლის 22 იანვარი
ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ” ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება (დანართი №1);
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ახალქალაქის მუნიციპალატეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №4 დაგენილება „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 27/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.141.016135).
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ახალქალაქის მუნიციპალატეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №6 დადგენილება „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 27/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.141.016137).
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოქვეყნების შემდეგ.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან
დანართი 1
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – „სამსახური”) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის სრულყოფას, სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობას, მერიის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს დებულება, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის დასახელების აღნიშვნით.
4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
5. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 2🔗.
ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1.მერისათვის საკრებულოში სამართლებრივი აქტის მიღების ინიციატივის განხორციელებაში ხელშეწყობა;
2. მერისათვის (მერის მოადგილეებისათვის) კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეწყობა;
3. მერის, მერის მოადგილეებისა და მერიაში შემავალი სამსახურების პერიოდული უზრუნველყოფა საქართველოს მედიის მიერ გავრცელებული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის თაობაზე;
4. მედიის საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა;
5. მერიის მუშაობის შედეგების საინფორმაციო ბაზის წარმართვა და ანალიზი;
6. საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
7. მერიაში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
8. მერიის არქივის წარმოება;
9. მერიაში ერთიან საქმისწარმოებასთან დაკავშირებით სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება;
10. მერიაში დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა;
11. მერის და მერის მოადგილეების დავალებების შესრულების კონტროლი;
12. მერის, მერის მოადგილეების თათბირების ორგანიზება;
13. მოქალაქეთათვის მერიის საქმიანობის გაცნობა;
14. მერიის სისტემაში შემავალ სამსახურებთან ურთიერთობის დამყარება, მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ერთობლივი პროექტების კოორდინირებულად განხორციელება;
15. საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება;
16. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ურთიერთობას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით სამთავრობო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და კერძო ბიზნესის სტრუქტურებთან;
17. უზრუნველყოფს საქმიანი პარტნიორების გამოვლენასა და მათთან კონტაქტების დამყარებას;
18. ხელს უწყობს ოფიციალური დელეგაციების მიღებასა და დაბინავებას;
19. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში მყოფი უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მერიის მიერ დახვედრის, მიღების, გაცილების ორგანიზება;
20. უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადებას და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენას;
21. სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მერის, მერის მოადგილეების სხვა დავალებების შესრულება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის შემადგენლობა
1. სამსახური შემადგენლობაში შედის:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ბ) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
გ)საორგანიზაციო განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
დ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ე) სამსახურის მოხელეები.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
ბ) საორგანიზაციო განყოფილება;
გ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება.
მუხლი 4🔗.
ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
1. სამსახურს ხელმძღვანელობს ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს, წარმართავს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში (ოპერატიული აუცილებლობიდან გამომდინარე), ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე;
გ) წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას;
დ) ამ დებულების შესაბამისად, გასცემს სათანადო მითითებებსა და დავალებებს;
ე) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული დავალებების, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების შესრულება.
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა მუნიციპალურ ქონებას.
მუხლი 5🔗.
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობებს მისი არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას
მუხლი 6🔗.
განყოფილებები და მათი ძირითადი ფუნქციები
1.საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება.
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა, რეგისტრაცია და დოკუმენტების გადაცემა შემსრულებლისათვის;
ბ) დოკუმენტების შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
გ) გასული დოკუმენტების გაგზავნა;
დ) საქმეთა მომზადება არქივისათვის ჩასაბარებლად;
ე) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვა;
ვ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენება;
ზ) თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნება;
თ) ელექტრონული საქმისწარმოება;
ი) საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება;
კ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მუნიციპალურ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმება; მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება; აღრიცხვა და კონტროლი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
ლ) მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება;
მ) საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენა; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრა; კონტროლი მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებაზე;
ნ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. საორგანიზაციო განყოფილება:
ა) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართული ფუნქციონირება;
ბ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურება;
გ) მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულებში მერიის წარმომადგენლის ოფისების საოფისე მასალების მომარაგება;
დ) მერიის სამსახურების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურება;
ე) გამართული კომუნიკაცია მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაცია მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
ვ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება;
ზ) სხვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება;
თ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
ი) ოფიციალური დელეგაციების მიღება, საგარეო ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება;
კ) მერიის სამსახურებისა და წარმომადგენლების საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინირებული საქმიანობა;
ლ) მერის პრესკონფერენციების ჩატარება, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პრეს-დაიჯესტის მომზადება და გამოქვეყნება, ურთიერთობა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
მ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და დაარქივება
ნ) მოქმედი კანონმდებლობით, მერის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
3. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება:
ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;
გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას;
დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
ე) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) სოციალური დაცვის ჯანმრთელობის პროგრამების შემუშავებას;
ზ) დასაქმების სოციალური პროგრამების შემუშავებას;
თ) წინადადების და მუნიციპალური პროგრამების შემუშავება შრომის და ომის ვეტერანთა დასახმარებლად;
ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
სამსახურის დებულების დამტკიცება, მასში ცვლილების შეტანა და რეორგანიზაცია/ლიკვიდაცია
1. სამსახურის დებულებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
3. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗.
დებულების ძალაში შესვლა
1. ეს დებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.