გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2018 წლის 18 იანვარი ქ. გარდაბანი |
|
დანართი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ.ვ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი და მე-6 პუნქტებისა და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ივლისის №46 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 02.08.2017, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.161.016347).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ჯანხოთელი
დანართი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხა, საშტატო რაოდენობა და თანამდებობრივი სარგოები საშტატო ნუსხა საშტატო რაოდენობა თანამდებობრივი სარგოები (ლარი) საკრებულოს თავმჯდომარე 4500 საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 3750 საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე 3000 საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე 3000 საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე 1700 საკრებულოს აპარატი პირველი რანგი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი1
2500 მესამე რანგი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი7
1100 მესამე რანგი – მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი2
1000 მეოთხე რანგი – მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი3
925
სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება მეორე რანგი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი1
1800 მესამე რანგი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი1
1100 მეოთხე რანგი – მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი1
925
საორგანიზაციო განყოფილება მეორე რანგი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი1
1800 მესამე რანგი – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი2
1100 მეოთხე რანგი – მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი1
925
სულ
20
შრომითი ხელშეკრულებით დაკავებულ პოზიციათა ჩამონათვალი მძღოლი1
1250 პიარი1
800
თარჯიმანი1
800
მოწვეული სპეციალისტი1
800
სულ
4