გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.01.2018 ძალადაკარგული 13.04.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.161.016381
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2018 წლის 18 იანვარი

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლი პირველი ნაწილის  „გ.ბ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 53-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საჯარო სამსახურის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  25-ე  მუხლის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20  მუხლის  მე-2   პუნქტის, 25-ე  მუხლის  პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის, ,,პროფესიული  საჯარო  მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების შესაბამისად,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

მუხლი 1
დამტკიცდეს    გარდაბნის    მუნიციპალიტეტის    მერიის    თანამდებობის    პირთა    და    საჯარო მოსამსახურეთა  თანამდებობების  რანგირება,  თანამდებობრივი სარგოების ოდენობები  და საშტატო ნუსხა დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №68  დადგენილება  „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 22/11/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.161.016369).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე.

 


გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ჯანხოთელი