⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2022)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.01.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2022
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.141.016240
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 283 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.01.2018 მიღება
01.01.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №15 2018 წლის 22 იანვარი ქ. ახალქალაქი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №17  დადგენილებით დამტკიცებული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული  ოდენობა განისაზღვროს თანახმად  დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №15 დადგენილება (www.matsne.gov.ge,30/07/2014,  სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.141.016146). მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან დანართი 1 ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების  ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი,  საკრებულოს სხდომებში,  საკრებულოს  კომისიებისა  და ფრაქციების მუშაობაში  მონაწილების მისაღებად, ამომრჩევლებთან შეხვედრების, აგრეთვე საკრებულოს წევრის  სხვა უფლებამოსილების და ვალდებულების  განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 480 ლარის ოდენობით. მუხლი 2🔗 1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი,  ამ დანართის პირველ მუხლში  გათვალისწინებული საქმიანობის აღრიცხვას აწარმოებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. 2. საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი),  უფლებამოსილების  განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს  ანაზღაურებასთან ერთად.