1.
პერსონალი იცავს ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონით და მის საფუძველზე მიღებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს;
2.
პერსონალი ქმნის ფიზიკურად და ფსიქიკურად უსაფრთხო და დაცულ გარემოს თითოეული ბავშვისთვის.
3.
პერსონალი ხელს უწყობს თითოეულ ბავშვში ჯანსაღი ცხოვრების წესთან (ჰიგიენასთან, თვითმომსახურებასთან, ჯანსაღ კვებასთან და ა.შ.) დაკავშირებული ჩვევების ჩამოყალიბებას და მათ განმტკიცებას, მათ შორის პირადი მაგალითით.
4.
პერსონალს შეუძლია ძალადობის სხვადასხვა ფორმის ამოცნობა და სათანადო რეაგირება.
5.
პერსონალი ფლობს ინფორმაციას შენობის ევაკუაციის გეგმის, შენობაში განლაგებული სანიტარული თუ სამედიცინო ინვენტარის შესახებ.
6.
პერსონალი ბავშვებთან ურთიერთობისას იყენებს პოზიტიური გაძღოლის სტრატეგიებს.
7.
პერსონალი ხელს უწყობს ბავშვებს შორის და ბავშვებსა და უფროსებს შორის კეთილგანწყობილი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, მათ შორის პირადი მაგალითით.
8.
პერსონალი მართავს საკუთარ ემოციებს და არჩევს მათი გამოხატვის პოზიტიურ გზებს.თავი VIII
პერსონალის პროფესიული გარემ
მუხლი 20. ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა
თავი I — ზოგადი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 15. კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 16. მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 17. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 18. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 19. პერსონალის ღირებულებები
- მუხლი 21. ურთიერთობა
- მუხლი 22. პროფესიული განვითარება
- მუხლი 23. მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის უზრუნველყოფა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 20, №4, 25.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016223 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4015673/muxli-20/