1. პერსონალი ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და თანამშრომლობს კოლეგებთან პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარების მიზნით. 2. პერსონალმა იცის, როგორ შეაფასოს საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა, განაახლოს პროფესიული ცოდნა და გააუმჯობესოს პროფესიული საქმიანობა. 3. პერსონალმა იცის, როგორ გამოიყენოს სხვადასხვა საშუალება და რესურსი პროფესიული ცოდნისა და უნარების განსავითარებლად. 4. პერსონალს შეუძლია გააანალიზოს და საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის გამოიყენოს პროფესიული ლიტერატურა.თავი IX
პერსონალის მიერ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მხარდაჭერ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 22, №4, 25.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016223 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4015673/muxli-22/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია