საქართველოს 2000 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ

მიღების თარიღი 10.03.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №203
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 25, 22/03/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 555 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს 2000 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt 52.05pt 49.65pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს 2000 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს 2000 წლის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნობრივ ორიენტირებს საფუძვლად დაედოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ოფიციალური საპროგნოზო პარამეტრები. რომელთა შესაბამისად 2000 წლისთავის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა განისაზღვროს 4%, ხოლო წლიური ინფლაცია – 8%-ით. 2. 2000 წელს გაგრძელდეს თავისუფალი მცურავი კურსის რეჟიმი. ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ჩამოყალიბდეს შიდა სავალუტო ბაზარზე ვალუტის მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობის საფუძველზე. სავალუტო პოლიტიკამ უზრუნველყოს ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი კონიუქტურული რყევის შედეგად მოსალოდნელი ნეგატიური მოვლენებისაგან საქართველოს საფინანსო სისტემისა და მთლიანად ეკონომიკის დაცვა, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ორი თვის იმპორტის ეკვივალენტის დონეზე შენარჩუნება და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება. 3. 2000 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გასატარებლად გამოიყენოს მთავრობის წმინდა დავალიანების, წმინდა საშინაო და წმინდა უცხოური აქტივების, ასევე სარეზერვო ფულის ზრდის რაოდენობრივი პარამეტრები;  ა) ლარის მსყიდველობითი უნარის შენარჩუნების მიზით განხორციელდეს სარეზერვო ფულის მასის ზრდა 16,3%-ით, ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მიზნობრივი ორენტირების შესაბამისად;  ბ) განახორციელოს ფულადი მასის ზრდა ფულის არაინფლაციური მიწოდებით მთავრობისა და კომერციული ბანკების დაკრედიტების გზით, მდგრადი საბანკო სისტემის შექმნითა და მოსახლეობის რეალური შემოსავლის ზრუდის გათვალისწინებით უზრუნველყოს სადეპოზიტო ბაზის გაფართოება და შესაბამისად ფართე ფულის მასის ზრდა 20,5%-ით;  გ) მიმოქცევაში ნაღდი ფულის ზრდისა და ინფლაციური მოლოდინის გაძლიერების თავიდან აცილების მიზნით არ დაუშვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაკრედიტება „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; დ) კომერციული ბანკების დაკრედიტების მიზნით უპირატესად გამოიყენოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების უზრუნველყოფით (ლომბარდული კრედიტი, რეპოოპერაციები) კრედიტების გაცემა. საკრედიტო რესურსები გამოყენებულ იქნეს ისე, რომ 2000 წლის ბოლოსათვის კომერციული ბანკების დავალიანებამ არ გადააჭარბოს 12 მლნ ლარს. 4. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა: ა) თავისი მონაწილეობა შიდა სავალუტო ბაზარზე შემოფარგლოს ეროვნულ ვალუტაზე კონიუნქტურული მოთხოვნის დროს უცხოური ვალუტის ჭარბი მიწოდების პირობებში უცხოური ვალუტის შესყიდვით. გააგრძელოს შიდა სავალუტო ბაზრის შემდგომი სრულყოფა, დაასრულოს ბანკთაშორისი სავალუტო ბაზრის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება, სრულყოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ფუნქციონირების რეჟიმი, აღრიცხვისა და კონტროლის მექანიზმები; ბ) გააგრძელოს საპროცენტო განაკვეთების დონის შემდგომი შემცირებისათვის პირობების შექმნა კომერციული ბანკების ინსტიტუციური და მათი საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფით, ამავე მიზნით უზრუნველყოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის პერიოდული გადასინჯვა;  გ) ღია ბაზარზე ოპერაციების დამკვიდრებით უზრუნველყოს ფულად-საკრედიტო რეგულირების ახალი ინსტრუმენტების ათვისება;  დ) საბანკო სფეროში ლიკვიდურობის ოპერატიულად მართვისა და კომერციული ბანკების დეპოზიტებზე რიცხული ნაშთების ეფექტიანად გამოყენების მიზნით განახორციელოს კომერციული ბანკების მინიმალური რეზერვების ანგარიშისა და საკორესპონდენტო ანგარიშების ეტაპობრივი გაერთიანება;  ე) საბანკო დაწესებულებების მიერ საშუამავლო ოპერაციების მოცულობის გაზრდისა და კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით 2000 წლის ბოლოსათვის კომერციული ბანკების განაღდებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა განისაზღვროს 5 მლნ ლარით;  ვ) კომერციული ბანკების საქმიანობის გამჭირვალობისა და მათ მიმართ მოქალაქეებისა და ეკონომიკური სუბიექტების ნდობის განმტკიცების მიზნით უზრუნველყოს, რომ 2000 წლის ბოლომდე დასრულდეს საბანკო სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა;  ზ) გააგრძელოს მუშაობა საბანკო კანონმდებლობის შემდგომი დახვეწისათვის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზ. ჟვანია თბილისი, 2000 წლის 10 მარტი. №203–IIს