თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.01.2018
გამომცემი ორგანო №
ნომერი №07
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016385
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.01.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 1 | 2 |
| 17 | 18 |
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილი თხლაშიძე | თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | გაცემის თარიღი |
| თანამდე ბობა | სახელი |
| დაბრუნების თარიღი | ჩამოწერის აქტის № |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 15.02.2013
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცალკეულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გამოყენებისა და ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა ოქმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა- ანგარიშგების წესის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №07
2018 წლის 18 იანვარი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს მითითების ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს შემოწმების აქტის ფორმა დანართი №5-ის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
დამტკიცდეს უწყების ფორმა დანართი №6-ის შესაბამისად.
მუხლი 7🔗
დამტკიცდეს დადგენილების ფორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე დანართი №7-ის შესაბამისად.
მუხლი 8🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №32 დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 01/10/2014, 010250050.35.176.016032).
მუხლი 9🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 სექტემბრის №34 დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 02/10/2014, 010250050.35.163.016217).
მუხლი 10🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე
დანართი №1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე.
2. ამ წესის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) გამოყენებისა და მისი აღრიცხვა-წარმოების დარეგულირება.
მუხლი 2🔗. ოქმის შენახვა
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაბეჭდვა მოხდეს სტამბური წესით.
2. სტამბური წესით დაბეჭდილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ჩაბარების უფლება აქვს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მინდობილობით აღჭურვილ პირს.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს მიღება-გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ინახავს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან სათანადოთ დაცულ სათავსში.
მუხლი 3🔗. ოქმის შედგენის საფუძველი
1. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.
2. ადმინისტაციული სამართალდარღვევის ოქმი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების მოსამსახურეზე გაიცემა მათ მიღება-გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში შესაბამისი აღნიშვნისა და ხელმოწერის შემდეგ.
მუხლი 4🔗. ოქმის სისტემატიზაცია
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამკიცებული წესით და ამ წესის შესაბამისად. ოქმის მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალში.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. ჟურნალი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოუყენებელი და გაფუჭებული ოქმები ბარდება მათ მიღება-გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, რის შესახებაც ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4. ოქმის გაფუჭებისა ან/და დაზიანების შემთხვევაში მოსამსახურე ოქმს თან ურთავს ახსნა - განმარტებით ბარათს, რაზეც დგება სათანადო აქტი.
5. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების მოსამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და სხვა თანდართული მასალები აუცილებლად რეგისტრირებული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების აღრიცხვის ჟურნალში.
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების აღრიცხვის ჟურნალი უნდა იყოს სათანადო წესით დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდასმული. ჟურნალი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს (დანაყოფებს):
ა) რიგითი ნომერი;
ბ) ოქმის ნომერი;
გ) დამრღვევის გვარი, სახელი, მისამართი;
დ) დარღვევის მოკლე შინაარსი და თარიღი;
ე) ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი, გვარი;
ვ) კანონის შესაბამისი მუხლი;
ზ) საქმის განმხილველი თანამდებობის პირის სახელი, გვარი ან ქვემდებარეობით გადაგზავნის ნომერი და თარიღი;
თ) საქმის განხილვის თარიღი;
ი) მიღებული დადგენილების მოკლე შინაარსი და ნომერი;
კ) ინფორმაცია დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებით;
ლ) მიღებული დადგენილების სასამართლოში ან/და სააღსრულებო ბიუროში გადაგზავნის ნომერი და თარიღი;
მ) შენიშვნა.
დანართი №2
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
№ _____
20 წლის ---------------------- -------------------------------
(თარიღი) (ოქმის შედგენის ადგილი)
1. მე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების
________________________________________________________________________________
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე და 240-ე მუხლებისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე შევადგინე აღნიშნული ოქმი იმის თაობაზე, რომ
_______________________________________________________________________________
სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი
___________________________________________________________________________________
სამართალდამრღვევი სუბიექტის სრული დასახელება (დამკვეთი, შემსრულებელი)
___________________________________________________________________________________
სამართალდამრღვევი სუბიექტის იურიდიული მისამართი
___________________________________________________________________________________ სამართალდარღვევის შინაარსი:
________________________________________________________________________
რაც გათვალისწინებულია ___________________________________________________________________________________
(მიეთითოს კანონის შესაბამისი მუხლი)
__________________________________________________________________________________
2. აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სამართალდამრღვევი პირის ___________________________________________________________________________
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
ახსნა-განმარტება:
___________________________________________________________________________________
3. სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები. კერძოდ, „ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს სახელმწიფო ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე“.
მე, ____________________________________________________________________________
(სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი)
გავეცანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულზე შედგა ეს ოქმი, რომლის სისწორესაც ვადასტურებთ ხელმოწერით.
ოქმი შევადგინე:
__________________________
(ოქმის შემდგენელი პირის ხელმოწერა)
ოქმს გავეცანი:
__________________________
მოწმეები (დასწრების შემთხვევაში):
სახელი, გვარი ____________________ _____________________ ________________
(მისამართი, პირადი №)
სახელი, გვარი ____________________ _____________________ ________________
(მისამართი, პირადი №)
დაზარალებული:
სახელი, გვარი ____________________ _____________________ ________________
(მისამართი, პირადი №)
ოქმის ასლი ჩავიბარე:
________________________________ _____________________ ________________
(სამართალდამრღვევის სახელი, გვარი) (მისამართი, პირადი №)
5. ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმის შეწყვეტის საფუძველს. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
დანართი №3
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
№
გაცემის თარიღი
ოქმის №
ოქმის გამცემი
ოქმის მიმღები
შედგენილი ოქმები
თანამდე ბობა
სახელი
გვარი
ხელმოწერა
თანამდე ბობა
სახელი
გვარი
ხელმოწერა
ოქმის №
თანამდე ბობა
სახელი
გვარი
ხელმოწერა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები
დაბრუნების თარიღი
ჩამოწერის აქტის №
ოქმის №
თანამდებობა
სახელი
გვარი
შენიშვნა
17
18
19
20
21
22
23
დანართი №4
მ ი თ ი თ ე ბ ა №
შედგენის თარიღი ------------
__________________________________________________________________________________ მითითების გამცემი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა)
__________________________________________________________________________________
(დამრღვევის დასახელება, მისამართი)
__________________________________________________________________________________
(ობიექტის დასახელება, მისამართი)
მითითების გაცემის მომენტში მშენებლობის ეტაპი _________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________________
დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები
საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვერება _________________ ლარით.
დარღვევის გამოსწორების ვადა ________________________________________ დღე.
მითითება ჩაიბარა: __________________________________________________________________
(სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა)
მითითება გაეცნო (ჩაბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით.
_________________________________________________________________________________
(ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი)
_________________________
(განთავსების თარიღი)
დანართი №5
შემოწმების აქტი №
შედგენის თარიღი -------------------
შემოწმების აქტი დგება 20 წლის ------------------------------------------- გაცემული № ------მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის დასადგენად.
დარღვევის დასახელება და მისამართი:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ობიექტის დასახელება და მისამართი:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტაპი:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემოწმებით დადგინდა:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რითაც დგინდება, რომ:
ა) მითითება შესრულდა;
ბ) მითითება არ შესრულდა;
გ) მითითება სრულდება არადროულად.
დანართი №6
უ წ ყ ე ბ ა №
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, დაბარებული ხართ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილებაში ტექნიკური - სამშენებლო სამართალდარღვევის აქტთან დაკავშირებით.
__________________________________________________________________________
(დამრღვევის დასახელება და მისამართი)
___________________________________________________________________________
(ობიექტის დასახელება და მისამართი)
___________________________________________________________________________
(საქმის განხილვის თარიღი, საქმის განხილვის ადგილი)
____________________________________________________________________________
(საქმის განმხილველი თანამდებობის პირი)
დანართი №7
დადგენილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე
№ ------
__________________ 20 წელი ___________________________
(თარიღი) (საქმის განხილვის ადგილი)
მე, თელავის მერიის იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
განვიხილე 20 წლის ---------------------------- შედგენილი შემოწმების აქტი №-------------------- საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ ----------------------- მუხლის ------------------ გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სხვა მასალები
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდარღვევის სუბიექტის სრული დასახელება)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდამრღვევის სუბიექტის იურიდიული მისამართი)
მიმართ.
გამოვარკვიე ---------------------------------------------------------------------------------------------
საქმის განხილვისას დადგენილი გარემოებები
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------
ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე, ვიხელმძღვანელე რა საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ ----------------------------- მუხლებით,
დავადგინე:
1. ----------------------------------------------------------------------------------------------------------
(სამართალდარღვევის სუბიექტის სრული დასახელება)
დაედოს ადმინისტრაციული სახდელი ფულადი ჯარიმის სახით ---------------------------- ლარის ოდენობით (თანხა სიტყვიერად).
2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ თამდებობის პირთან ან სასამართლოში მისი გამოტანიდან 30 დღის ვადაში.
3. ჯარიმის თანხა შეტანილი უნდა იქნეს თელავის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
(საბანკო დაწესებულების დასახელება, ა/ა ნომერი)
4. სამართალდამრღვევმა პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 დღისა.
იურიდიული სამსახურის უფროსი/იურიდიული სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსი:
---------------------------------------------
(ხელმოწერა)
დადგენილების ასლი მივიღე:
----------------------------------------------------------------------
(სამართალდამრღვევი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა)
-----------------------------------------------------------
(დადგენილების ასლის მიღების თარიღი)