აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (12)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (11)
დოკუმენტის ტექსტი
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2018 წლის 23 იანვარი აბაშა |
|
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2018 წლის 23 იანვარი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ვ“ და ,,დ.ე“ ქვეპუნქტის, 32-ე მუხლის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებისა და იერარქიულ რანგებში გადანაწილების წესის, შესაბამისი, იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
განისაზღვროს და დამტკიცდეს თანდართული აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობათა რანგები, თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის №15 დადგენილება.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა კვიტაშვილი
დანართი
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობათა რანგები, თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა
№
თანამდებობის დასახელება
რიცხოვნობა
თანამდებობრივი სარგოები (ლარებში)
პოლიტიკური თანამდებობის პირები
1
საკრებულოს თავმჯდომარე
1
2600
2
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
1
2150
3
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
5
1760
4
ფრაქციის თავმჯდომარე
1650
5
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
1200
I რანგი (მაღალი მმართველობითი დონე)
6
პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - საკრებულოს აპარატის უფროსი
1
1500
II რანგი (საშუალო მმართველობითი დონე)
7
მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსი
1
1100
8
მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - საქმის წარმოების განყოფილების უფროსი
1
1100
III რანგი (უფროსი სპეციალისტის დონე)
9
იურიდიულ საკითხთა განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
1
850
10
საქმის წარმოების განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
1
850
11
მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებში
1
850
12
მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში
1
850
13
საინფორმაციო უზრუნველყოფის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
1
850
14
მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში
1
850
15
მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ახალგაზრდულ და დემოგრაფიულ საკითხებში
1
850
16
მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ქართული სახელმწიფო ენის სიწმინდის დაცვის საკითხებში
1
850
სულ
11