ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, კულა გლდანელის ქუჩის გაგრძელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №11
2018 წლის 16 იანვარი
ქ. თბილისი
ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, კულა გლდანელის ქუჩის გაგრძელების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) გლდანის რაიონში, გაგრძელდეს კულა გლდანელის ქუჩა, თანდართული რუკის თანახმად.
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, კულა გლდანელის ქუჩის გაგრძელების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, კულა გლდანელის ქუჩის გაგრძელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.01.2018.
- როდის იქნა მიღებული „ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, კულა გლდანელის ქუჩის გაგრძელების შესახებ“?
- „ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, კულა გლდანელის ქუჩის გაგრძელების შესახებ“ მიღებულია 16.01.2018. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.101.016356.
- სად არის „ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, კულა გლდანელის ქუჩის გაგრძელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.01.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქ.თბილისში, გლდანის რაიონში, კულა გლდანელის ქუჩის გაგრძელების შესახებ“, №11, 16.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016356 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4018989/