ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში რაჭის ქუჩის გაგრძელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016358
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №12

2018 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში რაჭის ქუჩის გაგრძელების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) სამგორის რაიონში, დიდ ლილოში გაგრძელდეს რაჭის ქუჩა, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

საკრებულოს თავმჯდომარე                      გიორგი ტყემალაძე