მესტიის მუნიციპალიტეტის მერისა და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.01.2018
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.103.016268
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2018
matsne.gov.ge 732 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აბაშის მუნიციპალიტეტის მერისა და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 30.10.2015 ქარელის მუნიციპალიტეტის მერისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.11.2015 სენაკის მუნიციპალიტეტის მერისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.04.2016 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული საქმიანობის (მუშაობის) შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 04.05.2018 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 28.10.2015

დოკუმენტის ტექსტი

მესტიის მუნიციპალიტეტის მერისა და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №5 2018 წლის 23 იანვარი დაბა მესტია მესტიის მუნიციპალიტეტის მერისა და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 88-ე მუხლის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: 1. მესტიის მუნიციპალიტეტის მერისა და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის  წესი (დანართი №1). 2. მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმა (დანართი №2). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის  წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 ნოემბრის  №35 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე დანართი №1 მესტიის  მუნიციპალიტეტის მერისა და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის მერისა (შემდგომში ,,მერი“)  და მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (შემდგომში ,,საკრებულოს წევრი“) მიერ ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს. 2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში უზრუნველყოს მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში. მუხლი 2🔗. მერისა და საკრებულოს  წევრის მიერ მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა 1. მერი და საკრებულოს წევრი ვალდებულნი არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. 2. მერი და საკრებულოს წევრი უფლებამოსილნი არიან  მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყონ და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული  შემთხვევებისა. 3. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს საკრებულოსა და მერიის  სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და/ან მერიის  ადმინისტრაციული სამსახური. 4. საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით, ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება. მუხლი 3🔗. მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებები 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს  საჯარო ანგარიშების განხილვას. 2. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა. 3. მერი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. მუხლი 4🔗.  ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. მერი და საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე ერთი კვირით ადრე მაინც, საკრებულოს აპარატი და მერიის  ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. 2. მერი  და საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება  მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 5🔗. საჯარო შეხვედრების ორგანიზება 1. საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების  ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, მუნიციპალიტეტი მერიის  შესაბამისი სამსახურების დახმარებით. 2. მერის  საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერიის  შესაბამისი სამსახურები. 3. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია. ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო-ვიდეოტექნიკის გამოყენებით. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებები ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.                                                                                                                                                            დანართი №2 მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის  შესახებ ანგარიშის ფორმა საკრებულოს წევრის სახელი, გვარი    _________________________________________________ თანამდებობის დასახელება   _________________________________________________________ ფრაქციის დასახელება  ______________________________________________________________ კომისი(ებ)ის დასახელება  ___________________________________________________________ არჩევის წესი (მაჟორიტარული ოლქის მითითებით) ____________________________________ საანგარიშო  პერიოდი  20 ___ წლის  _______  -დან  20 _____  წლის ___________ მდე. ანგარიშის ტიპი  (რიგითი, რიგგარეშე)  ________________________________________________ საანგარიშო  პერიოდში  განხორციელებული საქმიანობა: 1. სულ საკრებულოს სხდომის რაოდენობა   __________     საკრებულოს   სხდომებზე  დასწრება  _____________ 2. სულ კომისიის სხდომების რაოდენობა  _____________  მ/შ  დროებითი კომისიების __________    კომისიის  სხდომებზე დასწრება _______________ მ/შ  დროებითი კომისიების _______________ 3. სულ ფრაქციების სხდომების  რაოდენობა  ___________     ფრაქციის  სხდომებზე დასწრება ___________________ 4. საკრებულოს წევრების მიერ  მხარდაჭერილი  მნიშვნელოვანი  საკითხები  __________________________________________________________ 5. ის საკითხები, რომლებსაც საკრებულოს წევრმა მხარი არ დაუჭირა  _________________________________________________________ 6. მოქალაქეებთან შეხვედრების  რაოდენობა _____________  და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა ____________ 7.  მოქალაქეებთან შეხვედრისას  გამოთქმული ძირითადი საკითხები ___________________________________________________________________ 8. მოქალაქეთა პრობლემებზე საკრებულოს წევრის რეაგირების ფორმები (მათ შორის, დადებითად გადაწყვეტილი კონკრეტული საკითხები) __________________________________________________________________________ _____________________________________________________________________ II. საკრებულოს წევრის  მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა  საქმიანობა __________________________________________________________________________________ შევსების  თარიღი  _________________ წარდგენის  თარიღი  _______________ ხელის  მოწერა  ____________________