ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, მშენებლობის ნებართვის ტიპიური ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.01.2018
ძალის დაკარგვა 20.06.2022
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016389
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 17.06.2022
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებისა და მშენებლობის ნებართვის ტიპიური ფორმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.03.2015
დოკუმენტის ტექსტი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, მშენებლობის ნებართვის ტიპიური ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2018 წლის 25 იანვარი
ქ. გარდაბანი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, მშენებლობის ნებართვის ტიპური ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული „მკავრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი (დანართი №1 და დანართი №2);
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვის ფორმა (დანართი №3);
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №4);
4. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №5);
5. მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №6);
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №7);
7. გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერის აქტის ტიპური ფორმა (დანართი №8);
8. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ჩამოწერის აქტი (დანართი №9).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებისა და მშენებლობის ნებართვის ტიპიური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №27 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 02/04/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016228);
2. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №36 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 25/06/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016237);
3. „მშენებლობის ნებართვის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალის ტიპური ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერის აქტის ტიპური ფორმის დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №37 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 25/06/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016240).
მუხლი 3🔗
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის ფორმისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციისა და დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ჯანხოთელი