მშენებლობის ნებართვის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალის ტიპიური ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერის აქტის ტიპიური ფორმის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 |
|
2015 წლის 24 ივნისი ქ. გარდაბანი |
2.დამტკიცდეს მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალის ტიპიური ფორმა (დანართი №2).
3. დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერის აქტის ტიპიური ფორმა (დანართი №3).
|
2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მშენებლობის ნებართვის გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.
2. პოლიგრაფიული საწარმოდან მშენებლობის ნებართვის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.
3.მშენებლობის ნებართვის ფორმებს, მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირი ინახავს დაზიანებისა და გარეშე პირთაგან სათანადოდ დაცულ სათავსში.
4. მშენებლობის ნებართვის ფორმის გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №2).
2. მშენებლობის ნებართვა ივსება ლურჯი ან შავი კალმით. მშენებლობის ნებართვაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მშენებლობის ნებართვის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, მის ნაცვლად ივსება ახალი ფორმა, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც მშენებლობის ნებართვის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს გამცემს.
3. მშენებლობის ნებართვა ივსება სამ ეგზემპლიარად, რომელიც შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტთან ერთად გადაეცემა საქმისწარმოების განყოფილებას.
4. საქმისწარმოების განყოფილება მშენებლობის ნებართვის ერთ ეგზეპლიარს, შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტთან ერთად აძლევს დაინტერესებულ პირს, მეორე ეგზემპლიარს აგზავნის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურში, ხოლო მესამე ეგზემპლიარს ინახავს არქივში.
5. დაინტერესებულ პირზე, მშენებლობის ნებართვა გაიცემა მათ გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალში შესაბამისი აღნიშვნისა და მიმღების მიერ ხელმოწერის შემდეგ.
2. გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერა ხდება ჩამოწერის აქტის შედგენის შემდეგ (დანართი №3), რომელშიც აღინიშნება გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ნუმერაცია და ჩამოწერის მიზეზი.
3.გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ნუმერაცია შეიტანება აღრიცხვის ჟურნალში.
დანართი 2
მშენებლობის ნებართვების აღრიცხვის ჟურნალი
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №3
ა ქ ტ ი № „__”______20__ წელი
გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ფორმის ჩამოწერის შესახებ
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი მშენებლობის ნებართვის ფორმის ჩამოწერის სისწორეს.
მშენებლობის ნებართვის გაცემაზე /---------- პასუხისმგებელი პირი: ---------- ---------/ მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებასა და /---------- აღრიცხვა-ანგარიშგებაზე ------------- პასუხისმგებელი პირი: ----------/
| ||||||||||||||||||||||||