ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, მშენებლობის ნებართვის ტიპიური ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.01.2018 ძალადაკარგული 17.06.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.161.016389
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 3 დოკუმენტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2018 წლის 25 იანვარი

ქ. გარდაბანი

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, მშენებლობის ნებართვის ტიპური ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული „მკავრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი (დანართი №1 და დანართი №2);

2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვის ფორმა (დანართი №3);

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №4);

4.  მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №5);

5. მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №6);

6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №7);

7. გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერის აქტის ტიპური ფორმა (დანართი №8);

8. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ჩამოწერის აქტი (დანართი №9).

მუხლი 2
 ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებისა და მშენებლობის ნებართვის ტიპიური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №27 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 02/04/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016228);

2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №36 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 25/06/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016237);

3.  „მშენებლობის ნებართვის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალის ტიპური ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერის აქტის ტიპური ფორმის დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №37 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 25/06/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016240).

 

მუხლი 3
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის ფორმისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციისა და დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ჯანხოთელი

მუხლი 1
დამტკიცდეს: 1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი (დანართი №1 და დანართი №2); 2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვის ფორმა (დანართი №3); 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №4); 4.  მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №5); 5. მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №6); 6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №7); 7. გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერის აქტის ტიპური ფორმა (დანართი №8); 8. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ჩამოწერის აქტი (დანართი №9).
მუხლი 2
 ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებისა და მშენებლობის ნებართვის ტიპიური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 მარტის №27 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 02/04/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016228);

2. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №36 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 25/06/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016237);

3.  „მშენებლობის ნებართვის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის ნებართვის აღრიცხვის ჟურნალის ტიპური ფორმისა და გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის ნებართვის ჩამოწერის აქტის ტიპური ფორმის დამტკიცების თაობაზე“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №37 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 25/06/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.161.016240).
მუხლი 3
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის ფორმისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციისა და დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეტარიელ ჯანხოთელი