„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, მშენებლობის ნებართვის ტიპური ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2019 წლის 30 სექტემბერი ქ. გარდაბანი |
1. შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/01/2018, 010250050.35.161.016389) – „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების, მშენებლობის ნებართვის ტიპური ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და მშენებლობის ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ და
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;
ბ) დადგენილების 1-ლი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები – დანართი №1 დანართი №2 – ამოღებულ იქნეს და მის ნაცვლად დაემატოს ამ დადგენილებით წარმოდგენილი „სამართალდარღვევის ოქმი“(დანართი);
გ) დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81, 82 და 83 პუნქტები:
„81. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431-432 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრს.“.
82. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55, 552 და 553, 771, 772, 825 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103, 1191, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501,151-ე, 1512, 152-ე, 1522, 1534, 159-ე და 1591 მუხლებით და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შევსებისა და გამოყენების უფლება მიენიჭოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს.
83. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 1961, 1963, 1966, 197, 1971, 198 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება მიენიჭოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს.“.
|