უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-47/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბრძანება №02- 47 /

201 8 წლის 10 იანვარი

. თბილისი

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

 

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 36-ე მუხლის საფუძველზე ,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:  

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. შპს ,,ლანცეტის“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, ნაკვეთი 14/470) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს ,,ვივამედი“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, ნაკვეთი 14/470) და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა შემდეგ საქმიანობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი №6).

 3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 

საფუძველი:

 შპს ,,ვივამედის“ დირექტორის მუბარიზ ჯახან ოღლი გუსეინოვის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია N1668, 09.01.2018წ.

 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან

 შპს „ლანცეტის“ (ს/კ 404879663), პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება (13.12.2017წ.).

 

სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი                თეიმურაზ პირველაშვილი