📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.01.2018
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №61
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016289
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 880 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 30.03.2018 ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 28.02.2023 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 30.01.2015 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 06.09.2019 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 10.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №61 2018 წლის 25 იანვარი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულება  დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის   №52 დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 19.11.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016133). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი დანართი №1 ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულება მუხლი 1🔗.   ზოგადი ნაწილი 1. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს   და უზრუნველყოფს: ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების განხორციელებას; ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;  დ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. 3. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ვანის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. სამსახური ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია ვანის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე, რომელსაც დადგენილი წესით, პერიოდულად წარედგინება ანგარიში გაწეულ სამუშაოთა შესახებ. 5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 6. სამსახური მდებარეობს ქ. ვანში, თავისულების ქ. №65. მუხლი 2🔗.  სამსახურის ძირითადი მიზნები და ფუნქციები          სამსახურის ძირითადი მიზნებია: 1. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა პრობლემების დარეგულირება, მათი სოციალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვა. 2. სამსახურის ფუნქციებია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხებში: ა) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფა. ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი სისტემის ქსელის განვითარების უზრუნველყოფა; გ) განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, სოციალურად დაუცველთათვის ერთჯერადი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მისი განხორციელება და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა; დ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ ოჯახთა,   დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანდაცვითი და სოციალური პრობლემების დარეგულირებისათვის ხელშეწყობა არსებული პროგრამების მიხედვით; ე) სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის დახმარებებისა და შეღავათების გაწევა არსებული პროგრამების მეშვეობით; ვ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამების შემუშავება. 3. სამსახურის ფუნქციებია ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების განხორციელების კუთხით: ა) II  მსოფლიო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მათთან გათანაბრებულ პირთა კანონიერი უფლებების, სოციალური, ეკონომიკური და სხვა ინტერესების დაცვა; ბ) ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; გ) დევნილთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებითი განსახლების ორგანიზაცია. შესაბამისი სამინისტროსა და სამთავრობო უწყებების მიერ შემუშავებული ადაპტაცია!ინტეგრაციის პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობის საერთაშორისო ჰუმანიტარული  დახმარების შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა; ე) აღნიშნული კონტინგენტისათვის კანონით გათვალისწინებული შეღავათების გაწევაში, დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში, დროებით საცხოვრებელი ფართის მოძიებაში ხელშეწყობა; ვ)  საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით, საკრებულოსა და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები 1.  სამსახურს უფლება აქვს:  ა) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს მოქმედი კანონების, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების ორგანიზაცია და მონიტორინგი;  ბ) უზრუნველყოს დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, მერიისთვის აუცილებელი ინფორმაციის წარდგენა; გ) ხელი შეუწყოს პროგრამების დროული და სრული დაფინანსების ორგანიზაციას; დ) დადგენილი წესით აღრიცხოს სოციალურად დაუცველი კონტინგენტი; ე) სოციალურად დაუცველი კონტინგენტისათვის, კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვიტოს სოციალური  და სხვა სახის დახმარებათა გაცემის საკითხი; ვ) ითანამშრომლოს საქველმოქმედო და სხვა სახის ორგანიზაციებთან, ამასთან, მათ მიერ შესაბამისი ფულადი და მატერიალური დახმარების გაცემისას, წარუდგინოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჩამონათვალი; ზ) თვალყური ადევნოს სოციალურად დაუცველთათვის კანონით დადგენილი შეღავათების განხორციელების სისწორეს, მოამზადოს წინადადებები ამ კონტინგენტისათვის მისი კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი შეღავათების დაწესების შესახებ; თ) განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს პრეზიდენტის იმ ბრძანებულებების, განკარგულებებისა და დავალებათა შესრულებაზე, რომელიც ეხება ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს.  2. სამსახური ვალდებულია: ა) კანონით დადგენილი წესით, პასუხი აგოს მასზე გადაცემული სახელმწიფო ქონების შენახვასა და დაცვაზე; ბ) მიიღოს კორესპოდენციები, საქმიანი ქაღალდები, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; გ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები, შესაბამისი სამართლებრივი აქტები და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები. მუხლი 4🔗. სამსახურის მართვა 1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის პროფესიული  საჯარო   მოხელე და რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დებულებით დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის; გ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; დ) წარუდგენს მერს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს; ე) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე; ვ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი სპეციალისტი. მუხლი 5🔗.  სამსახურის სტრუქტურა სამსახურის სტრუქტურა შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან. მუხლი 6🔗. სამსახურის ფინანსური და მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფა  სამსახურის ფუნქციონირებისა და პროგრამების სარეალიზაციოდ ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან.  მუხლი 7🔗.  სამსახურის ქონება სამსახურის ქონება შეადგენს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის ქონებას. მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით. 2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.