📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.01.2018
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №63
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016291
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/01/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 779 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 30.10.2017 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 26.01.2018 დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 24.12.2024 ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 03.04.2017 ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 07.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №63 2018 წლის 25 იანვარი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება  დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის   №51 დადგენილება ,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 19.11.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016132). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი დანართი №1 ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულება მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულება 1. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის ტურიზმისა  და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის  მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდული პროგრამების მართვას, შესაბამისი სამსახურების ფუნქციონერებისათვის საჭირო პირობების შექმნას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების, მერის ბრძანების ან სხვა საკანონმდებლო აქტების და ამ დებულების შესაბამისად. 3.  სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან/და მერის მიერ დაკისრებულ ამოცანებს. 4. სამსახური ასრულებს საქართველოს კულტურისა და სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლების და მეცნიერების სამინისტროების და ახალგაზრდული პოლიტიკის დეპარტამენტის, მუნიციპალიტეტის მერიის დებულების და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 5. სამსახურის კომპეტენცია დგინდება მერიის დებულების ან/და სამსახურის დებულების  შესაბამისად. 6. სამსახურის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტი. თავი II ფუნქციები მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები და ვალდებულებები 1. თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის ობიექტების მართვა, მათი რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების და პროექტების მომზადება, დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია. 2. მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. 3. წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება დაქვემდებარებული განათლების, კულტურის და სპორტის გაერთიანების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად. 4. საქართველოს მთავრობის, კულტურისა და  სპორტისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის სტრატეგიისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელება, ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტების დასახვა და ამ მიზნით საკონსულტაციო, საორგანიზაციო და სხვა სახის საქმიანობა. 5. კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალურ, მუსიკალურ, მხატვრულ და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიებათა დაგეგმვა. 6. ახალგაზრდულ საკითხებზე პროგრამებისა და წინადადებების შემუშავება. 7. ინტელექტუალურ, შემეცნებით, კულტურულ, სპორტული და სხვა სახის ღონისძიებათა ჩატარების საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა, კონკურსების ჩატარება და შესაბამისი პირებისათვის მატერიალური და არამატერიალური სახის პრიზების გაცემა. 8. მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიულ მოღვაწეობის ნიმუშების, ისტორიულ-არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, რელიგიურ, ესთეტიკურ, მხატვრულ და სხვა ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია. 9. სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სამსახურებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპურალიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, განათლების, კულტურის და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა. 10. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდული სფეროებისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების განაწილება. 11. ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტების შედგენა, სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, თანხების მიზნობრივად ხარჯვა. 12. საქართველოს კულტურის,  სპორტის და განათლების სამინისტროს, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის პროფესიული საჯარო მოხელეები მუნიციპალიტეტის მერიის დებულების და სამსახურის დებულებით, მერის დავალებით და საქართველოს კანონმდებლობლობით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. თავი III უფლებამოსილება მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებამოსილება 1. მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს მერიის სტრუქტურული სამსახურების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია. 2. სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები. საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები. 3. განსახორციელებელ ღონისძიებებთან და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გაიაროს კონსულტაციები კომპეტენტურ პირებთან და სტრუქტურებთან. 4. წარუდგინოს მერს ბიუჯეტის პროექტი და წინადადებები ბიუჯეტის პროექტში შესატანი ცვლილებების შესახებ. 5. თავის მმართველობის სფეროსთან დაკავშირებულ საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობა და მისი სამოქმედო სფეროების განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება. 6. განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. თავი IV სტრუქტურა მუხლი 4🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა 1. სამსახურის სტრუქტურა შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან. 2. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-8 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. 3. სამსახურის მოხელეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-15 მუხლით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 4. სამსახურის მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი. 5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.  თავი V დასკვნითი დებულება მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულება  1. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  დადგენილი ფორმით.