წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.01.2018
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016457
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2018 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი | წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.09.2016
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და აღდგენის პროგრამის დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და აღდგენის პროგრამის დამტკიცების შესახებ დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2018 წლის 26 იანვარი
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 სექტემბრის №25 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 05/09/2016, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.016368).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ ივანეიშვილი
დანართი №1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ან/და დაზიანებათა, რეგისტრირებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) სტიქიის, ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასების და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, დაზარალებულთა ზიანის აღრიცხვის, შეფასების, დახმარების გაწევისა და კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისია (შემდგომში – „კომისია“) არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კომისია, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
მუხლი 2🔗.
კომისიის მიზანი
კომისიის მიზანია:
1. აღრიცხოს, შეისწავლოს, შეაფასოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულებთა მდგომარეობა საცხოვრებელი სახლის (ბინის) დაზიანების კუთხით და გაუწიოს მათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში.
2. შეისწავლოს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ან/და დაზიანებათა საკითხი და შეაფასოს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა და დააყენოს მერის წინაშე შესაბამისი შუამდგომლობა.
მუხლი 3🔗.
ტერმინთა განმარტება
1. სტიქია – ისეთი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის ან სხვა საგანგებო სიტუაცია, რომლის დროსაც ირღვევა ადამიანთა ცხოვრების ნორმალური პირობები და ზარალდება მოსახლეობა. ასეთი საგანგებო სიტუაციებია: მიწისძვრა, მეწყერი, ჩამოცვენა, ჩამოშლა, ქვათა ცვენა, კარსტული ჩამოქცევა, ღვარცოფი, წყალდიდობა, წვიმის (თოვლის) წყალმოვარდნა, ქარიშხალი, ძლიერი ქარი, გრიგალი, ძლიერი ქარბუქი, დიდთოვლობა, ძლიერი გაყინვა, მსხვილი სეტყვა, ძლიერი წვიმები, ხანგრძლივი წვიმები, კოკისპირული წვიმები, გვალვა, ზვავი, ხანძარი და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენები.
2. ხანძარი – არაკონტროლირებადი წვის პროცესი, რომელიც იწვევს მატერიალურ ზარალს, საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს საზოგადოებრივ და სახელმწიფო ინტერესებს.
3. დაზარალებული – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებული პირი, რომელსაც სტიქიის, ხანძრის შედეგად დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი (ბინა).
4. დახმარება – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულისათვის ერთჯერადად გაწეული ფინანსური დახმარება საცხოვრებელი სახლის (ბინის) ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით.
5. დოკუმენტაცია – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულის და დაზიანებათა მდგომარეობის შესწავლისა და შეფასების მიზნით კომისიის მიერ მოპოვებული წერილობითი მასალა.
მუხლი 4🔗.
სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანის ან/და მუნიციპალიტეტში დაზიანებათა მდგომარეობის შესწავლა
1. კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის წევრი (წევრები) დაზარალებულის სტიქიის, ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის აღრიცხვის, შესწავლისა და შეფასების მიზნით ადგილზე გასვლით ამოწმებს დაზარალებულის საცხოვრებელი სახლის (ბინის) ფაქტობრივ მდგომარეობას, სხვა მიყენებულ ზიანს, მუნიციპალიტეტში დაზიანებათა ფაქტს, ადგენს აქტს, საჭიროების მიხედვით მოიპოვებს სხვა მონაცემებს, რის შემდეგაც შესაბამის მასალას კომისია განიხილავს სხდომაზე.
2. კომისია საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗.
დახმარების გაცემა
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულებზე დახმარების გაცემის საკითხი განიხილება კომისიის მიერ, დახმარების მოცულობა განისაზღვრება კომისიის მიერ მოპოვებული მასალების გათვალისწინებით.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება ამ დებულების შესაბამისად გაიცემა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიისაგან, ხანძრისაგან დაზარალებულზე დაზიანებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) შეკეთების ან/და აღდგენის მიზნით.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით აღნიშნულ დებულებაში გაუთვალისწინებული შემთხვევის დროს, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
თავი II
სტრუქტურა, მუშაობის წესი და უფლებამოსილება
მუხლი 6🔗.
კომისიის სტრუქტურა
1. კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. კომისიას თავმჯდომარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მერიის, ასევე საკრებულოს თანამდებობის პირი.
3. კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: მერის მოადგილე (მოადგილეები) და/ან პირველი რანგის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ხელმძღვანელები) და/ან მეორე რანგის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი განყოფილების უფროსი (უფროსები), მერის თანაშემწე (თანაშემწეები), მესამე რანგის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები), მესამე რანგის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები), მეოთხე რანგის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (სპეციალისტები), მეოთხე რანგის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (სპეციალისტები), მეოთხე რანგის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (სპეციალისტები).
4. კომისიას ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც განისაზღვრება მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. კომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც კომისიის წევრთა შემადგენლობიდან ნიშნავს თავმჯდომარე. სხდომის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
6. კომისის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 7🔗.
კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს კომისიაში შესული განცხადება, რომლის მიხედვით სტიქიის, ხანძრის შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დაზიანდა საცხოვრებელი სახლი(ბინა) ან დადგა სხვა ზიანი, აგრეთვე კომისიის მუშაობის საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს მერის წარმომადგენლის წერილი მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებათა შესახებ.
2. კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის წევრი/წევრები განცხადებაში მითითებული საკითხის ირგვლივ მოძიებულ მასალას, შემოწმება-დათვალიერების აქტს და მერიის სამსახურების მიერ დაზარალებულის სახლზე სტიქიის, ხანძრის შედეგად მიღებული დაზიანების ამსახველ ინფორმაციას/ცნობას/აქტს წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს კომისიის სხდომაზე.
3. კომისიის წევრის/წევრების მიერ მომზადებული დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) განცხადება (მესაკუთრის შემთხვევაში მესაკუთრის განცხადება, თანასაკუთრების შემთხვევაში თანამესაკუთრეთა განცხადება, კომლის წევრობის შემთხვევაში კომლის წევრების განცხადება)., მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად მომხდარი დაზიანებათა შემთხვევაში მერის წარმომადგენლის წერილი;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მესაკუთრის შემთხვევაში მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, თანასაკუთრების შემთხვევაში თანამესაკუთრეთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები, კომლის წევრობის შემთხვევაში კომლის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები);
გ) კომისიის წევრის (წევრების) მიერ ადგილზე გასვლით შედგენილი ვიზუალური დათვალიერების აქტი;
დ) ფოტომასალა;
ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა საცხოვრებელი სახლის (ბინის) სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით;
ვ) მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ საცხოვრებელი სახლის (ბინის) ვიზუალური დათვალიერების შედეგად და ზიანის დადგენის შესახებ ინფორმაცია;
ზ) ხანძრის შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებიდან ხანძრის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან საკუთრების უფლების დამდგენი ერთ-ერთი დოკუმენტი: უძრავი ქონების შესახებ ცნობა-დახასიათება გაცემული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საარქივო ცნობა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გაცემული საქართველოს ეროვნული არქივიდან ან სხვა დოკუმენტი;
ი) საცხოვრებელი სახლის (ბინის) მესაკუთრის სტიქიის, ხანძრის გამო გარდაცვალების შემთხვევაში დახმარება გაიცემა გარდაცვლილი მესაკუთრის ოჯახის წევრზე (მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული: მეუღლე, დედა, მამა, შვილი, შვილიშვილი და ან ძმა და სხვა) .
4. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საკითხის განხილვაში.
მუხლი 8🔗.
კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და შესაბამისობა ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებთან;
ბ) საკითხის განხილვისას კომისია უფლებამოსილია დამატებით გამოითხოვოს მასალა, ცნობები, ფოტომასალა და მონაცემები შესაბამისი ორგანიზაციებისა და პირებისაგან, რაც დაადასტურებს სტიქიის, ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის გაწევის აუცილებელობას;
გ) მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზის შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე);
დ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარებულისათვის დახმარების გაწევის ან უარის თქმის შესახებ.
2. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაზარალებულისათვის დახმარების გაწევის თაობაზე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, რომელიც აისახება კომისიის სხდომის ოქმში და კომისიის თავმჯდომარის ინიციირებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ეგზავნება მერს შემდგომი რეაგირებისათვის.
3. კომისიის მიერ სტიქიის, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენისა და საკითხის ირგვლივ დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, დაზარალებულისათვის თანხის ჩარიცხვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში კომისიის მიერ წარდგენილი მასალის საფუძველზე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
4. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ან/და დაზიანებათა საკითხის შესწავლის, შეაფასებისა და სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენის შემდეგ დააყენოს მერის წინაშე შესაბამისი შუამდგომლობა.
მუხლი 9🔗.
კომისიის სხდომა
1. კომისიის სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ კომისიის თავმჯდომარის მიერ.
2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. კომისიის სხდომა და გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი.
თავი III
დასკვნითი დებულებები
მუხლი 10🔗.
დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილ კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.