1. ნოტამის  მიწოდება კონკრეტული მომხმარებლისთვის ხორციელდება მოთხოვნის საფუძველზე.

2. ნოტამი უნდა იყოს მომზადებული ICAO-ს საკომუნიკაციო პროცედურების  შესაბამისად.

3. ნოტამის  გავრცელებისთვის , შეძლებისდაგვარად, უნდა იყოს გამოყენებული AFS.

4. იმ შემთხვევაში, თუ ნოტამის გავრცელება ხორციელდება არა AFS-ის, არამედ სხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით, აუცილებელია ნოტამის შექმნის თარიღისა და დროის ექვსციფრიანი ჯგუფისა და ნოტამის შეტყობინების ორიგინატორის მითითება.

5. სამსახურმა უნდა განსაზღვროს საერთაშორისო გავრცელებისთვის განკუთვნილი ნოტამი.

შენიშნვა:  საერთაშორისო გავრცელებისთვის შეიძლება გამოყენებულ  იქნეს შერჩევითი გავრცელების სიები.

6. საერთაშორისო ნოტამის გაცვლა ნოტამ ოფისებს შორის უნდა ხორციელდებოდეს მხარეთა შეთანხმების შესაბამისად.

შენიშვნა: აეროდრომებს/ ვერტოდრომებს შორის შეიძლება განხორციელდეს   SNOWTAM-ის პირდაპირი გაცვლის  ღონისძიებები.

7. საერთაშორისო ნოტამ ოფისებს შორის ნოტამების გაცვლა შეძლებისდაგვარად, უნდა  შემოიფარგლოს მიმღები სახელმწიფოების მოთხოვნებით ნოტამების ცალკეული სერიების გადაცემის გზით, რომლებიც, სულ მცირე ეხება საერთაშორისო და ადგილობრივ ფრენებს.

8. საერთაშორისო ნოტამ ოფისი უნდა იყოს დაკავშირებული AFS-თან და უნდა იძლეოდეს ამობეჭდვის საშუალებას.

9. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის ელემენტების მიწოდება/მიღების მიზნით საერთაშორისო ნოტამ ოფისს და საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრს, საფრენოსნო საინფორმაციო მომსახურებას და აეროდრომებს/ვერტოდრომებს შორის   კავშირი უნდა  მყარდებოდეს  AFS-ის მეშვეობით.

10. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაცვლისთვის ნებადართულია საზოგადოებრივი ინტერნეტის გამოყენება ორმხრივი/მრავალხრივი ან/და რეგიონალური საჰაერო ნავიგაციის შეთანხმების ფარგლებში.

შენიშნვა: ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაცვლისთვის საზოგადოებრივი ინტერნეტის გამოყენების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ICAO-ს ოფიციალური გამოცემის Doc 9855 -ში (საზოგადოებრივი ინტერნეტის გამოყენება საავიაციო მიზნებისთვის).

11. სამსახურმა სატელეკომუნიკაციო საშუალებით გავრცელებული ნოტამის გამოცემისა და მიღების მიზნით უნდა უზრუნველყოს საექსპლუატაციო მოთხოვნების დაკმაყოფილებ