„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.165.016304
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2018 წლის 26 იანვარი

ქ. საგარეჯო

 

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 25 ივლისის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28.07.2014., 010250020.35.165.016130), კერძოდ:

1. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების“ პირველი მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.“.

2. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების“ მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ზედამხედველობას უწევს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესაბამისობას კანონმდებლობასთან.“.

3. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების“ მეორე მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს საკრებულოს რეგლამენტის, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის დებულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ. აგრეთვე ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს  მერიის და მერიის სტრუქტურული ერთეულების  დებულებათა პროექტებში ცვლილებების შეტანის საკითხებზე;“.

4.  „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების“ მესამე მუხლის  მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომას;“.

5. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების“ მეხუთე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კომისიის საკონსულტაციო საბჭო“

6. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების“  მეხუთე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის საკონსულტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპენტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი