1. მერიის შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა) სამუშაო და შესვენების დრო, სამუშაო დღის აღრიცხვა;

ბ) მოხელის თანამდებობრივი სარგოს გაცემის დრო და ადგილი;

გ) შვებულების გამოყენების წესი;

დ) მოხელის მივლინების წესი;

ე) წახალისების ფორმებისა და პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საკითხები;

ვ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;

ზ) სამსახურში არყოფნის შესახებ შეტყობინების წესი;

თ) მოხელის მატერიალური პასუხისმგებლობა;

ი) გათავისუფლებული მოხელის ვალდებულებანი.

2. მერიის შინაგანაწესს ამტკიცებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის გათვალისწინები