1. მერიის შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;
ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ) დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;
დ) სამსახურებრივი საკითხების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებათა დასაქმებულამდე დაყვანის წესი;
ე) შრომითი სარგოს გაცემის დრო და წესი;
ვ) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
ზ) საოფისე ტექნიკითა და სხვა მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესები;
თ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი და ა.შ.
2. მერიის შინაგანაწესს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.
3. შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს მერი.
4. სამსახურში მიღებისას, მოსამსახურეს უნდა გაეცნოს შინაგანაწესი (ხელწერილის დადებით) და ადმინისტრაციული და იურიდიულმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობა