1.
მერიის შინაგანაწესით განისაზღვრება:

ა)
სამუშაო დროს დასაწყისი და დასასრული;
ბ)
დღის განმავლობაში შესვენების დრო;

გ)
დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;
დ)
სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;
ე)
ხელფასის გაცემის დრო, ფორმა და ადგილი;
ვ)
შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
ზ)
საოფისე ტექნიკითა და მუნიციპალიტეტის სხვა ქონებით სარგებლობის წესები;
თ)
სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი.
2.
მერიის შინაგანაწესს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.
3.
შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვას უზრუნველყოფს მერი.
4.
სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს უნდა გაეცნოს შინაგანაწესი (ხელწერილის დადებით), აგრეთვე ადმინისტრაციულმა სამსახურმა უზრუნველყოს ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობა