1.
მოხელის ყოველთვიურ ანგარიშს აფასებს ზემდგომი თანამდებობის პირი, რომელიც განიხილავს მოხელის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს, აგრეთვე უფლებამოსილია მიმართოს სამსახურის უფროსს მოხელის წახალისების ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ყოველთვიური შეფასების საფუძველზე ზემდგომი თანამდებობის პირი ადგენს მოხელის ყოველწლიური შეფასების ფურცელს, რომელიც შეიტანება მოხელის პირად საქმეში.
2.
განყოფილების საქმიანობას აფასებს სამსახურის უფროსი, რომელიც განიხილავს განყოფილების უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს.
3.
მერიის სამსახურის საქმიანობას აფასებს მერი, რომელიც განიხილავს სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილ ანგარიშს და საჭიროების შემთხვევაში აძლევს მას მითითებებს, შენიშვნებსა და დავალებებს.
4.
მერიის საქმიანობას აფასებს საკრებულო. მერიის ანგარიშს საკრებულოში წარადგენს მერი. მერიის ანგარიშის განხილვა და შეფასება ხდება საკრებულოს მიერ საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.10.2025
მუხლი 31. საქმიანობის შეფასება
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 25. მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადები
- მუხლი 26. მერიის დოკუმენტები და მათი გაფორმების სტანდარტები
- მუხლი 27. მერიის შინაგანაწესი
- მუხლი 28. მერიის სამსახურის სამუშაო გეგმები
- მუხლი 29. მოხელის სამუშაო გეგმა
- მუხლი 30. ანგარიშგება
- მუხლი 32. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერიის საქმიანობაში
- მუხლი 33. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საერთო კრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
- მუხლი 34. დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მერის უფლებამოსილება
- მუხლი 35. საერთო კრების ჩატარებისთვის საჭირო ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა
- მუხლი 36. მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 31, №33, 25.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016291 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4164040/muxli-31/