1.
მერიაში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად  უზრუნველყოფილია:
ა)
მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
ბ)
მოქალაქეთა ინფორმირებულობა მერიის  საქმიანობის შესახებ;
გ)
მოქალაქეთა მონაწილეობა მერიის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
დ)
გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა.
2.
საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ განსაზღვრული წესით მერიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ხოლო საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირია – მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
3.
მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახური, მერიის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.
4.
მერიის  ვებგვერდზე  პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით. მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე, დადგენილი წესით უნდა გამოქვეყნდეს:
ა)
მერიის სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ბ)
მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
გ)
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების შესახებ: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
დ)
მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების მისამართები, ელექტრონული ფოსტის მისამართები, სამსახურეობრივი ტელეფონის ნომრები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ე)
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ვ)
შემოსული და ასევე გაცემული განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა;
ზ)
ინფორმაცია მერიაში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
თ)
სამართლებრივი აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესებს (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);
ი)
სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა (ქვეყნდება ყოველწლიურად);
კ)
მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტი, ინფორმაცია ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
ლ)
საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
მ)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი;
ნ)
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 27-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია