1.
მერიაში მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
2.
სამართლებრივი აქტების სათაური უნდა იყოს მოკლე და შეესაბამებოდეს დოკუმენტის შინაარსს.
3.
სამართლებრივ აქტებში უნდა იქნეს მითითებები სხვა სამართლებრივი აქტების ან მათი ცალკეული პუნქტების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, თუ ახალი დოკუმენტი გამორიცხავს (არ შეესაბამება) ადრე გამოცემულის (მიღებულის) მოქმედებას.
4.
სამართლებრივ აქტში სხვა სამართლებრივი აქტების აღნიშვნისას მიეთითება ასეთი აქტის ზუსტი და სრული სახელწოდება, კერძოდ: სამართლებრივი აქტის სათაური, მიმღები (გამომცემი) ორგანო, მიღების (გამოცემის) თარიღი, აქტის სახე და სარეგისტრაციო ნომერი.
5.
სამართლებრივ აქტებში დაუშვებელია ტერმინების შემოკლებული ფორმების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტის ტექსტში მითითებულია სათანადო აღნიშვნა ტერმინის შემოკლებული ფორმის შემდგომი გამოყენების თაობაზე.
6.
სამართლებრივი აქტები მომზადებული უნდა იქნეს შრიფტით „Sylfaen“, არანაკლებ 11 ზომისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამართლებრივი აქტი შედგება სქემების, ცხრილების ან/და ნუსხებისაგან, რომლებშიც მათი ფორმატიდან გამომდინარე, შეუძლებელია 11 ან მეტი ზომის შრიფტის გამოყენება.
7.
საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოში წარსადგენ სამართლებრივი აქტის პროექტს, რომელიც მომზადებული იქნა მერიაში, საკრებულოს წარუდგენს მერი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.10.2025
მუხლი 37. სამართლებრივი აქტების და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება
თავი I — ზოგადი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 32. სამართლებრივი აქტების და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება
- მუხლი 41. სამართლებრივი აქტების და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება
- მუხლი 31. სამართლებრივი აქტების და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება
- მუხლი 37. სამართლებრივი აქტების და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება
- მუხლი 40. სამართლებრივი აქტების და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება
- მუხლი 38. სამართლებრივი აქტების და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 31. საქმიანობის შეფასება
- მუხლი 32. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერიის საქმიანობაში
- მუხლი 33. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საერთო კრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
- მუხლი 34. დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მერის უფლებამოსილება
- მუხლი 35. საერთო კრების ჩატარებისთვის საჭირო ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა
- მუხლი 36. მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები
- მუხლი 38. სამართლებრივი აქტების გაფორმება
- მუხლი 39. მერიის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება
- მუხლი 40. მერიის რეორგანიზაცია
- მუხლი 41. მერიის რეორგანიზაციის პროცესის მიმდინარეობა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 37, №33, 25.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016291 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4164040/muxli-37/