1.
მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები მზადდება და გამოიცემა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2.
ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეკვიზიტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 52-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს.
3.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები აღინუსხება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში უწყვეტი (ზრდადი) ნუმერაციით.
4.
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე თარიღი ფიქსირდება მათი გამოცემის (ხელმოწერის) დღის მიხედვით და აღინიშნება სრული სახით
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.10.2025
მუხლი 38. სამართლებრივი აქტების გაფორმება
თავი I — ზოგადი დებულებები
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი კალენდარული წლის განმავლობაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 32. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერიის საქმიანობაში
- მუხლი 33. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საერთო კრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
- მუხლი 34. დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მერის უფლებამოსილება
- მუხლი 35. საერთო კრების ჩატარებისთვის საჭირო ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა
- მუხლი 36. მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები
- მუხლი 37. სამართლებრივი აქტების და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება
- მუხლი 39. მერიის თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება
- მუხლი 40. მერიის რეორგანიზაცია
- მუხლი 41. მერიის რეორგანიზაციის პროცესის მიმდინარეობა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 38, №33, 25.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016291 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4164040/muxli-38/