1.
მერიის შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა)
სამუშაო დროს დასაწყისი და დასასრული;
ბ)
დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ)
დასვენების და სადღესასწაულო დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ დაწესებულებაში ყოფნის პირობები და წესი;
დ)
სამსახურებრივ საკითხებზე განკარგულებათა მოსამსახურეებამდე დაყვანის წესი;
ე)
ხელფასის გაცემის დრო, ფორმა და ადგილი;
ვ)
შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
ზ)
საოფისე ტექნიკითა და სხვა მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესები;
თ)
სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი.
2.
მერიის შინაგანაწესს ამტკიცებს მერი.
3.
მერი ვალდებულია სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს გააცნოს შინაგანაწესი (ხელწერილის დადებით), აგრეთვე უზრუნველყოს ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობ