1.
მერიის ადმინისტრაციული წარმოება არის მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქმიანობა, რომლის მიზნებია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე:

ა)
საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;

ბ)
მერის სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება;

გ)
ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება;

დ)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მომზადება;
ე)
ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა;

ვ)
კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხების მოწესრიგება.

2.
მერიის ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით", ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა ნორმატიული აქტებით