1.
მერიის მოხელის ვაკანსია გახსნილად მიიჩნევა:

ა)
მერიის საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამტკიცების მომდევნო დღიდან;

ბ)
მერიის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე;
2.
ვაკანსია უნდა შეივსოს, როგორც წესი, არა უგვიანეს გახსნიდან 3 თვის ვადაში.

3.
ვაკანსიის შევსებამდე მერი უფლებამოსილია:

ა)
მერის პირველი მოადგილის ან მოადგილის ვაკანსიის შემთხვევაში – დანიშნოს მერის პირველი მოადგილე/მოადგილე ან/და დააკისროს მოვალეობის შესრულება მერის ერთ-ერთ მოადგილეს, ხოლო თუ მერის მოადგილის თანამდებობაც ვაკანტურია – მერიის ერთ-ერთ სამსახურის უფროსს;
ბ)
სამსახურის უფროსის ვაკანსიის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დანიშნოს სამსახურის უფროსი ან/და დააკისროს მოვალეობის შესრულება სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს;

გ)
განყოფილების უფროსის და უმცროსი საჯარო თანამდებობის ვაკანსიის შემთხვევაში - მოეხლის დანიშნვამდე დააკისროს მოვალეობის შესრულება მერიის ერთ-ერთ მოხელე