1. მერიის მოხელის ვაკანსია წარმოიშობა:
ა) მერიის საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამტკიცების მომდევნო დღიდან;
ბ) მერიის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე;
2. ვაკანსია უნდა შეივსოს, როგორც წესი, არაუგვიანეს გახსნიდან 3 თვის ვადაში.
3. ვაკანსიის შევსებამდე მერი უფლებამოსილია:
ა) მერის პირველი მოადგილის ან მოადგილის ვაკანსიის შემთხვევაში დანიშნოს მერის პირველი მოადგილე/მოადგილე ან/და დააკისროს მოვალეობის შესრულება მერის ერთერთ მოადგილეს, ხოლო თუ მერის მოადგილის თანამდებობაც ვაკანტურია მერიის ერთ-ერთი სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს;
ბ) სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ვაკანსიის შემთხვევაში დანიშნოს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან/და დააკისროს მოვალეობის შესრულება სამსახურის ერთ-ერთ პროფესიული საჯარო მოხელეს;
გ) განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის და უფროსი საჯარო თანამდებობის ვაკანსიის შემთხვევაში დანიშნოს დროებითი ფუნქციების შემსრულებელი ან/და დააკისროს დროებითი ფუნქციები მერიის ერთ-ერთ პროფესიულ საჯარო მოხელე