პროფესიული საჯარო მოხელე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

1. მერიაში საჯარო  სამსახურს ეწევა:

ა) პროფესიული საჯარო მოხელე, რომელიც დანიშნულია მერიის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;

ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო სამსახურის დამხმარე ან არამუდმივი ამოცანის შესასრულების უფლებამოსილება;

2. მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლებამოვალეობები განისაზღვრება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებთან შრომით ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს მერ