1. სამსახურის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. სამსახურის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა)  წარმართავს განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმებს;

დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) ამზადებს და სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმისწარმოებას;

თ) უზუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას;

ი) უზუნველყოფს განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;

კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერისა და სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშ