1. მერის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელიც შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად მიიღება შრომითი ხელშეკრულებით.
2. მერის წარმომადგენელთან შრომით ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს მერი.
3. მერის წარმომადგენელი:
ა) აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
გ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მერის დავალებით;
დ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, პირის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების, აგრეთვე ოჯახის შემადგენლობის ფაქტს;
ე) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო დაგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა;
ე.ა) სსიპ –
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგენს განცხადებას მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, თუ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ადმინისტრაციული ორგანოს/თანამდებობის პირის ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ან/და მმართველობის ორგანოს მონაწილეობით;
ე.ბ) ახორციელებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ვ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირის დაბადებისა და პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების თაობაზე;
4. მერის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი და საკუთარი ბლანკი ხულოს მუნიციპალიტეტში შემავალი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდების აღნიშვნით; ბეჭდის გამოყენებაზე უფლებამოსილია მერის წარმომადგენელი; ბეჭედი მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილ და გაცემულ ცნობებზე დაესმება იმგვარად, რომ ანაბეჭდმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობისა და ხელმოწერის ადგილი;
5. მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშ