1. მერიაში საქართელოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართელოს კანონის  „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი", მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფილია:

ა) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

ბ) მოქალაქეთა ინფორმირებულობა მერიის საქმიანობის შესახებ;

გ) მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

დ) გაწეული საქმიანობის შესახებ მოქალაქეებისათვის ანგარიშის წარდგენა;

2.  საქართველოს კანონის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი" განსაზღვრული წესით, მერიის  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი განისაზღვრება მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი