1. მერიის ადმინისტრაციული სამართალწარმოება არის მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქმიანობა, რომლის მიზნებია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების უზრუნველყოფა.
2. მერიის ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება საქართელოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართელოს კანონით ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი", სხვა მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა ნორმატიული აქტებით