1. მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა:
ა) მერიის პროფესიული საჯარო მოხელეა პირი, რომელიც მერიაში ინიშნება უვადოდ მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს;
ბ) მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირია - პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;
2. მერიის პროფესიული საჯარო მოხელეთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტები