1. მერის  მოადგილეს (მოადგილეებს), კანონით გათვალისწინებული წესით,  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერის მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მერის დავალებების შესრულებას, მერიის  დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს.

3.  მერის  მოადგილე ანგარიშვალდებულია მერის წინაშ