1. მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს, სამსახურის დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე, მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.

3.  სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.

4.   მერიის სამსახურებია:

ა)ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ)ეკონომიკური სამსახური;

დ)სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;

ე) სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური;

ვ) განათლების, კულტურისა და  სპორტის სამსახური;

ზ) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური;

თ) ზედამხედველობის სამსახური;

ი) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;

5. მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელიც მტკიცდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიე