საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.01.2018
ძალაში შესვლა 05.02.2018
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.165.016311
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2018
matsne.gov.ge 947 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2018 მიღება
05.02.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 08.12.2017 ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 28.02.2018 ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 31.01.2023 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 15.11.2017 ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №14 2018 წლის 26 იანვარი ქ. საგარეჯო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ.ბ“ ქვეპუნქტის და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  მერიის ინფრასტრუქტურის,  სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის №29 დადგენილება  „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 13/12/2017წ., 010250020.35.165.016287). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 5 თებერვლიდან.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი დანართი ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და  არქიტექტურის  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1.   ეს   დებულება   განსაზღვრავს    საგარეჯოს   მუნიციპალიტეტის   მერიის   ინფრასტრუქტურის,   სივრცითი მოწყობის,   მშენებლობის და   არქიტექტურის   სამსახურის   (შემდგომში   –   სამსახური) დანიშნულებას, ფუნქციებს და უფლებამოვალეობებს. 2. სამსახური  თავის საქმიანობაში  ხელმძღვანელობს  „საქართველოს  კონსტიტუციით“,  საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონით,  საგარეჯოს  მუნიციპალიტეტის  მერიის დებულებით,  საქართველოს  მთავრობის  2009 წლის  24 მარტის  №57  დადგენილებით  „სამშენებლო  ნებართვის  გაცემის  წესის  და სანებართვო  პირობების შესახებ“, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4.  სამსახურის იურიდიული მისამართია ქ. საგარეჯო, დავით აღმაშენებლის ქუჩა 9. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი - სამსახურის უფროსი. 2. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულების - განყოფილებებისაგან. 3. სამსახურის განყოფილებებია: ა) სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება; ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილება; მუხლი 3🔗. სამსახურის მართვა 1. სამსახურს  ხელმძღვანელობს  პირველადი  სტრუქტურული  ერთეულის ხემძღვანელი  – სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსის“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში: ა) წარმართავს  სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე; ბ)  წარუდგენს  მერს  წინადადებებს  სამსახურის  საკადრო  საკითხებთან  დაკავშირებით,  მოხელეთა წახალისებისა  და მათთვის დისციპლინური  პასუხისმგებლობის  დაკისრების, მოხელეთა სამსახურებრივი მივლინებებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; გ) მერს პერიოდულად წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და ანგარიშს შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; დ) საქართველოს  კანონმდებლობით  დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს  – ბრძანებას; 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას მერის ბრძანების საფუძველზე   ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი  ან საჯარო მოხელე. მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილების უფროსი 1. სამსახურის განყოფილების უფროსი არის მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილების ხელმძღვანელი,  რომელსაც  საქართველოს  ორგანული  კანონის  „ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის განყოფილების უფროსი: ა)  ანაწილებს  ფუნქციებს  მისდამი  დაქვემდებარებული   განყოფილების  მოხელეებს  შორის  და აძლევს  მათ სათანადო მითითებებს; ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოხელეების სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) სამსახურის უფროსს აბარებს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; დ) ასრულებს ამ დებულებით და მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს; მუხლი 5🔗. სამსახურის ფუნქციები 1.სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; ბ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; გ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; დ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; ე) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; ვ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; ზ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; თ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; ი) მუნიციპალური  ინფრასტრუქტურის  –  ადგილობრივი  მნიშვნელობის  გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა  და განვითარების  დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; კ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას; ლ) მუნიციპალიტეტის  დასახლებათა  ტერიტორიების კეთილმოწყობის  დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; მ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფას; ნ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე; ო)   წინადადებების,    დასკვნებისა   და   რეკომენდაციების    შემუშავებას   მუნიციპალიტეტის   დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე; პ) ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებას; ჟ)   მუნიციპალიტეტში   არსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობის მიზნით შესაბამისი პროექტების/გეგმების მომზადება და მათი განხორციელების უზრუნველყოფას; რ) წინადადებების,  დასკვნებისა   და   რეკომენდაციების   შემუშავების უზრუნველყოფას  მუნიციპალიტეტის   ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის შიდა სატრანსპორტო რეგულაციის და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე; ს)   მოქმედი   კანონმდებლობითა   და   მუნიციპალიტეტის   სამართლებრივი   აქტებით   განსაზღვრული   სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. განყოფილებების ფუნქციები 1. სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება უზრუნველყოფს. ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; გ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; ზ)   მუნიციპალიტეტის    დაკვეთით   განხორციელებული    ობიექტების   დაპროექტებისა    და   მშენებლობის კოორდინაციას; თ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; ი) მუნიციპალიტეტის  სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო  სისტემის შექმნასა და განვითარებას; კ) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე; ლ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით; მ)   მოქმედი   კანონმდებლობითა   და   მუნიციპალიტეტის   სამართლებრივი   აქტებით   განსაზღვრული   სხვა ფუნქციების განხორციელებას. 2. ინფრასტრუქტურის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური  ინფრასტრუქტურის  –  ადგილობრივი  მნიშვნელობის  გზების,  ხიდების,  გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა  და განვითარების  დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას; გ) მუნიციპალიტეტის  დასახლებათა  ტერიტორიების  კეთილმოწყობის  დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; დ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფას; ე)   წინადადებების,    დასკვნებისა   და   რეკომენდაციების    შემუშავებას   მუნიციპალიტეტის    დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე; ვ)  სასაფლაოების  მოვლა-პატრონობაზე  რეკომენდაციების წარმოდგენას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას; ზ)   წინადადებების,   დასკვნებისა   და   რეკომენდაციების   შემუშავებას   მუნიციპალიტეტის   ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის შიდა სატრანსპორტო რეგულაციის და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე; თ)   მოქმედი  კანონმდებლობითა   და  მუნიციპალიტეტის   სამართლებრივი   აქტებით   განსაზღვრული   სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი სამსახურის   დებულებაში   ცვლილებების   და  დამატებების  შეტანა  ხორციელდება  „ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.