თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.01.2018
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №206
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016310
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,201 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 26.01.2018 ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 15.12.2021 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 21.12.2017 ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 25.01.2018 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 13.06.2022

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №206 2018 წლის 26 იანვარი ქ. თეთრიწყარო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 იანვრის №102 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge; 20/01/2015 წ., სარეგ. კოდი: 010250020.35.157.016206). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 13 ნოემბრიდან  წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე დანართი №1 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. მერიის ზედამხედველობის სამსახური 1. მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – „სამსახური“) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის ზედამხედველობას; მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის / რეკონსტრუქციის / რემონტის / რეაბილიტაციის პროცესის ინსპექტირება-კონტროლსა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციებთან შესაბამისობის ზედამხედველობა-ინსპექტირებას უფლებამოსილების ფარგლებში; კონტროლს  შენობა-ნაგებობის გაფართოებისა  და  რეკონსტრუქციის   ნორმების  დაცვაზე,  დაგვა-დასუფთავებაზე,   გარე  განათებაზე,  გარე რეკლამის განთავსებაზე, გარე ვაჭრობაზე და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებსю 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება, ეს დებულება და მუნიციპალიტეტის  ორგანოებისა/ თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. 4. სამსახურს აქვს ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები. 5. სამსახურის მისამართი: საქართველო, ქალაქი თეთრიწყარო, თამარ მეფის ქუჩა №34. თავი II სამსახურის საქმიანობა მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების ერთიანი საჯარო პოლიტიკის ხელშეწყობა; ბ) დადგენილი წესით სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართალდარღვევათა აღკვეთის ღონისძიებების გატარება; გ) სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  შესაბამისად სამართალდარღვევების საქმისწარმოება; დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმისწარმოება, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; ე) საქართველოს   საარჩევნო  კოდექსის მე-80  მუხლის  შესაბამისად,  რეაგირება  და  სამართალდარღვევის ოქმის შედგენა უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით; ვ) მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  მშენებარე  შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, არქიტექტურულ-სამშენებლო  საქმიანობის  დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანა და კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ნარჩენების განთავსების კონტროლი; თ) საქართველოს კანონით „პროდუქტის  უსაფრთხოებისა  და  თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის  განხორციელება  მშენებლობის ისეთ სახეზე,  რომელიც საჭიროებს შეთანხმებას ან/და ნებართვას, ზედამხედველობის პროცესში კონტროლი პროექტის   განხორციელებისა და დადგენილი ნორმების დაცვის   მიზნით, სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა   და   მათი გამოსწორების შესრულების კონტროლი; ი) საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე კონტროლი და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დადგენილი წესით სამართალდარღვევის საქმისწარმოება; კ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან/და დაზიანებული საარჩევნო პლაკატებთან დაკავშირებით გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება; ლ) საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებული წესით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების განთავსების კონტროლი და სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება; მ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით გამოვლენილი სამართალდარღვევის საქმისწარმოებისას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ან მის მიერ გამოყოფილი უფლებამოსილი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღება სამართალდამრღვევისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით შესაბამისი სახდელის დაკისრების თაობაზე; ნ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ოქმის შედგენა/წარმოება; ო) საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას შესაბამისი სახდელის დადების მიზნით უფლებამოსილი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით; პ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 43​1,43​2,51​3 ,53​3, 55, 55​2, 55​3, 127​1  მუხლების მე-5 პუნქტით, 148-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 150, 150​1, 151-ე მუხლის პირველი და მე-2, 152, 152​2, 153​4, 159, 159​1 მუხლით და საქართველოს ორგანული კანონის  „საქართველოს საარჩევნო  კოდექსი“  მე-80 მუხლით  გათვალისწინებული  სამართალდარღვევის გამოვლენისას აღმასრულებელი ორგანოს მიერ ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით განსჯად სასამართლოში გაგზავნა; ჟ)  საქართველოს  კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 146​1, 148-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 198-ე მუხლის და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება,   ადმინისტრაციული   სამართალდარღვევის  ოქმის (საჯარიმო ქვითარი) გამოყენებით; რ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების სამართლებრივი პროცესის მომზადება/წარმართვა; ს) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილება; ბ) ინფრასტრუქტურის იერსახისა და სანებართვო პირობების მონიტორინგის განყოფილება. მუხლი 4🔗. ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობისა და მონიტორინგის  განყოფილება ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო, ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას, მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე შენობა-ნაგებობის გაფართოებისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვის კონტროლს; ბ) მშენებლობის მონაწილეებისათვის საპროექტო, ნორმატიული, საშემსრულებლო და სამშენებლო მასალების შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას; გ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში და მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში დაშვებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი წინადადებების მომზადებას დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრების თაობაზე, მშენებლობა დასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიმღები კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას; დ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის/რეკონსტრუქციის/რემონტის/რეაბილიტაციის პროცესის ინსპექტირება-კონტროლსა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციებთან შესაბამისობის ზედამხედველობა-ინსპექტირებას უფლებამოსილების ფარგლებში; ე) მშენებარე/რეკონსტრუქციაში მყოფი ლანდშაფტური, მცირე არქიტექტურული ობიექტების ინსპექტირებას; ვ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. ინფრასტრუქტურის იერსახისა და სანებართვო პირობების მონიტორინგის განყოფილება ინფრასტრუქტურის იერსახისა და სანებართვო პირობების მონიტორინგის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) კონტროლს მიმდინარე მშენებლობაზე, დაგვა-დასუფთავებაზე, გარე განათებაზე, გარე  რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე  ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე, სამშენებლო ან სხვა სახის ნარჩენების გადამზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე, მონიტორინგის ჩატარებას და შესაბამისი დასკვნის წარდგენას; ბ) კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის, აშენებული, აღდგენილი რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის  შესახებ  წინადადებების მომზადებას; გ) ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობის ფასადების) კონტროლს; დ) სამშენებლო-სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გადატანა, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა - მოწესრიგება და სხვა) ქალაქის დაზიანებული ქუჩების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესებას; ე) წინადადებების მომზადებას კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის,  აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ; ვ) მშენებლობის მონაწილეთათვის სამშენებლო ნორმების შესახებ მიწერილობის პროექტის გაცემას; ზ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების სამართლებრივ წარმოებას; თ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. თავი III სამსახურის მართვა მუხლი 6🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-60 მუხლის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს. მუხლი 7🔗. განყოფილების უფროსი 1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.  2. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად. 3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს. თავი IV დასკვნითი დებულებანი მუხლი 8🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა სამსახურის დებულება მტკიცდება და ცვლილებები შეიტანება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.