ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2018 წლის 30 იანვარი დაბა ლენტეხი |
|
2. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის მიზანია ეკონომიურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სოციალური დაცვა. მძიმე სენით დაავადებულთა, მრავალშვილიანი ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მარტოხელა დედების, ვეტერანთა, ხანდაზმულთა ფინანსური დახმარება.
2. მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადების რეგისტრაციას.
3. მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს ამოწმებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში –
სამსახური) თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
ა) სამედიცინო მომსახურების დაფინანსება;
ბ) ხანდაზმულთა ფინანსური დახმარება;
გ) სტიქიური მოვლენების (ხანძრის) შედეგად დაზარალებულთა დახმარება;
დ) ომის ვეტერანთა ფინანსური დახმარებები;
ე) სარიტუალო მომსახურება;
ვ) ერთჯერადი სოციალური ფინანსური დახმარება;
ზ) მარტოხელა დედების/მამების ფინანსური დახმარება;
თ) დაბადებიდან შ.შ.მ. პირებზე ყოველთვიური ფინანსური დახმარება;
ი) მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტი შვილი) ფინანსური დახმარება.
2. სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია (300 ლარზე მეტი) პირის გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.
3. თუ ბენეფიციარის დახმარების მიღების უფლება წარმოიშვა ამ დებულებით განსაზღვრული მუხლი 4-ის პირველი და მეორე პუნქტებით, ფულადი დახმარება გაიცემა იმ პუნქტით, რომელიც თანხობრივად მეტია.
4. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100/ა, გაცემიდან 3 თვის განმავლობაში;
დ) ანგარიშფაქტურა სამკურნალო დაწესებულებიდან ჩატარებული მკურნალობის შესახებ, ქვითარი წარმოდგენილი უნდა იყოს სტაციონალიდან გამოწერის შემდეგ არაუმეტეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობასა და სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ;
ზ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ა) ეპილეფსიით;
ბ) პარკინსონით;
გ) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებული პაციენტი, მძიმე ფორმის იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი;
დ) შაქრიანი დიაბეტით – ტიპი 1 , მძიმე მიმდინარეობით – გართულებები მხედველობის, გულის, თირკმლის, ტვინის სისხლძარღვების ანგიოპათიით;
ე) ღვიძლის ციროზი, ასციტი;
ვ) ონკოლოგიური დაავადებები მე-3, მე-4 კლინიკური ჯგუფი. ქიმიო თერაპიის და სხივური თერაპიის პერიოდი (ფორმა 100 ონკო-ცენტრიდან შევსებული ონკოლოგის მიერ);
ზ) ცერებრალური დამბლა და პარალიზებული სინდრომებით დაავადებული პაციენტები;
თ) გულის იშემიური დაავადებები (გულის უკმარისობა მე-2, მე-3 ხარისხი);
ი) სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები. სუნთქვის უკმარისობა მე-2 ხარისხით;
კ) თირკმლის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით მე-3, მე-4 სტადია.
ლ) უსინათლო ინვალიდები.
მ) შიზოფრენია.
6. ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მაგრამ არაუმეტეს 100-დან 200 ლარამდე, აღნიშნულ დაავადებათა შემთხვევაში, თუ სამედიცინო ფორმა 100/ა შევსებულია სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში.
7. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დიაგნოსტიკური კვლევის დოკუმენტაცია და მის საუძველზე შექმნილი ფორმა 100/ა, გაცემიდან 6 თვის ვადაში;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის ცნობა ოჯახის შემადგენლობასა და სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ;
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. დახმარების თანხა განისაზღვრება 90-95 წლამდე 100 (ასი) ლარის ოდენობით, 95 დან 100 წლამდე 150 (ას ორმოცდაათი) ლარი და 100 წელს ზევით 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ხანდაზმულის ან მისი ოჯახის წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცოვრები პირის სტატუსი.
2. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო ოჯახს, რომლის საცხოვრებელ სახლსაც ხანძარმა არსებითი ზიანი მიაყენა – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) აქტი სახანძრო-სამაშველო დაწესებულებიდან სახლის დაზიანების ხარისხის შესახებ;
დ) მერის წარმომადგენლისა და თემის დეპუტატის ინფორმაცია აღნიშნულ ოჯახზე;
ე) საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) განმცხადებლის საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
2. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი;
გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერნის მოწმობის ასლი;
დ) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომლებიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობელი, შვილი) კავშირს;
ე) გარდაცვალების მოწმობა;
ვ) საბანკო რეკვიზიტები;
ზ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
ა) მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
ბ) მარტოხელა ბენეფიციართა (კანონიერი მემკვიდრე არ გააჩნიათ) სარიტუალო მომსახურება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (ბენეფიციარის გარდაცვალებიდან ერთი თვის ვადაში);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია გარდაცვლილის უპატრონობის და განმცხადებლის მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დასაკრძალად გაწეულ ხარჯების თაობაზე.
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ზ) გარდაცვლილის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს :
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე;
ე) თემის წარმომადგენლის და მაჟორიტარი დეპუტატის მოხსენებითი ბარათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ;
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
2. დახმარების მიმღებმა განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა სოციალური სუბსიდიების მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
ა) ცერებრალური დამბლა;
ბ) დაუნის სინდრომი;
გ)ლეიკემია;
დ) შიდსი;
ე) ყრუ-მუნჯი.
2. დახმარება გაიცემა ყოველთვიურად 60 (სამოცი) ლარის ოდენობით.
3. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის ასლი ან დაბადების მოწმობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან);
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცამები;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
ა) მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 4 (ოთხი) შვილი (18 წლამდე ) – 200 (ორასი) ლარი ერთჯერადად; 5 (ხუთი) შვილი და ზევით ყოველთვიურად ბავშვზე – 15 (თხუთმეტი) ლარი.
2. დახმარების მიმღებმა პირმა – მშობელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრისაგან. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება.
3. კომისია იკრიბება თვეში ერთხელ.
4. მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულების და ბავშვობიდან ინვალიდების ფინანსური დახმარება გაიცემა სოციალური კომისიის დასკვნის გარეშე შემოსული დოკუმენტაციის საფუძველზე.
5. ბენეფიციარს დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი კატეგორიით.
6. კომისია იკრიბება თვეში ერთხელ და ამზადებს დასკვნებს.
2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით აისახება ოქმში. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი წერილობით დაერთვება დასკვნას.
3. კომისიის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
4. კომისიის სხდომის ოქმი იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
2. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის ბენეფიციართა სასწრაფო სამედიცინო და სასწრაფო სტაციონალური სამედიცინო მომსახურების დაფინანსების დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს სოციალური კომისიის ოქმის გარეშე – ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).
2. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. ინფორმაცია დახმარების ახალი დანიშვნის ან შეწყვეტის შესახებ, დასკვნის სახით სამსახურის უფროსის მიერ ეგზავნება მუნიციპალიტეტის მერს ხელმოსაწერად კონტიგენტის მონაცვლეობის სიებთან ერთად.
3. წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ (www.matsne.gov.ge, 12.01.2017 წ., 010250020.35.115.016214) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 იანვრის №02 დადგენილება
.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი
დანართი №1